ტუტი იუსუპოვა (უზბეკ. To‘ti Yusupova, Тўти Юсупова; დ. 1 ივლისი 1880, — გ. 28 მარტი 2015) — უზბეკეთის მოქალაქე, ეთნიკურად ყარაყალპაკი უხუცესი ქალი; დაუდასტურებელი წყაროებით ითვლება მსოფლიოს უხუცეს ადამიანად. დაიბადა უზბეკეთში 1880 წელს, რაც არ არის დადასტურებული დამოუკიდებელი წყაროების მიერ. ინფორმაციას მისი ასაკის შესახებ ვიგებთ მხოლოდ მისი დაბადების მოწმობიდან.

ტუტი იუსუპოვა
ეროვნება უზბეკი
ეთნიკურად ყარაყალპაკი
მეუღლე(ები) ? (გარდაიცვალა დაახლ. 1940 წელს)
შვილ(ებ)ი სნეჟანა (გარდ. 1984), ჯემალი (გარდ. 1956)

იუსუპოვა 9 წლიდან ფერმაში მუშაობდა.[1] დაქორწინდა 1897-98 წელს და ჰყავდა ორი შვილი.[1] ქმარი, რომლის სახელიც უცნობია, დაიღუპა 1940 წელს.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Boyutu, Yazi. (2009-01-28) Elderly People of the World tr. Samanyoluhaber. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2009-01-29.