ტურნეელვენი (შვედ. Torne älv) ან ტორნიონიოკი (ფინ. Tornionjoki) — მდინარე ჩრდილოეთ შვედეთსა და ფინეთში. ვხვდებით დასახელების სხვადასხვა ვარიანტს : ტურნეელვი, ტორნიელვი (შვედ.) ტორნიოიოკი, ტორნიო-იოკი (ფინ.).

ტურნეელვენი
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი, ფინეთის დროშა ფინეთი, ნორვეგიის დროშა ნორვეგია
სიგრძე 565 კმ
აუზის ფართობი 40 240 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ტურნეელვენი ვიკისაწყობში
ტურნეელვენის მდებარეობა

მდინარის სიგრძე 565 კმ-ია, აუზი კი — 40,2 ათ. კმ². ტურნეელვენი სათავეს ტბა ტურნეტრესკიდან იღებს სკანდინავიის მთებში შვედეთ-ნორვეგიის საზღვარზე და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიედინება ლაპლანდიის პლატოზე ბოტნიის ყურემდე. ზემო დინებაში ჩანჩქერები, ჩქერალები და მრავალრიცხოვანი ტბებია. იყინება ნოემბრიდან მაისამდე.[1]

მდინარის ქვემო დინებაში შვედეთ-ნორვეგიის საზღვარია გავლებული.

ტურნეელვენზე სამდინარო ტურიზმია განვითარებული. შესართავთან საზღვაო პორტები ტორნიო (ფინეთი) და ჰაპანანდაა (შვედეთი).[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Län och huvudavrinningsområden i Sverige Swedish. SMHI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 14 July 2010.
  2. „Torne älv“. Nationalencyklopedin (Swedish). ციტირების თარიღი: 14 July 2010.