ტურბუტა-1 (რუს. Турбута-1) — შუა საუკუნეების (ახ. წ. VIII-X საუკუნეები) უძველესი დასახლება, მდებარეობს ოქტომბრის რაიონის სოფელ ნოვოსვეტლოვსკიდან 3,5 კილომეტრის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით, ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აღმოაჩინეს 2006 წელს.

ტურბუტა-1
Турбута-1
მდებარეობა ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება ახ. წ. VIII-X საუკუნეები

როსტოვის ოლქის ტერიტორია ძველ დროში მჭიდროდ იყო დასახლებული.

არქეოლოგიური ძეგლი ტურბუტა-1, რომელიც მიეკუთვნება შუა საუკუნეებს ((VIII-X საუკუნეები), მდებარეობს როსტოვის ოლქის ოქტომბრის რაიონის სოფელ ნოვოსვეტლოვსკიდან სამხრეთ-დასავლეთით 3,5 კილომეტრში. იგი აღმოაჩინეს 2006 წელს სოხრანოვკა-ოქტიაბრსკაიის გაზსადენის მაგისტრალური ხაზის გაყვანის დროს.

დასახლების ადგილზე არქეოლოგიური გათრები მიმდინარეობდა 1 320 კვ. მეტრზე. არქეოლოგიური გათრების შედეგად გაირკვა, რომ აქ მოსახლეობა სხვა ისტორიულ ეპოქაშიც ცხოვრობდა.

გვიანი ბრინჯაოს ხანის ფენებში მრავალი არქეოლოგიური ნივთია აღმოჩენილი. მათ შორის გვხვდება გამოძერწილი კერამიკის ნიმუშები, რომლებიც მიკეუთვნება ძელური კულტურის პერიოდს. ჭურჭლის ნაწილი შემკულია ორნამენტებით. კერამიკულ ჭურჭელთნ ერთად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დამუშავებული ცხოველის ძვლებიც. ასევე აღმოაჩინეს ქვის ნამუშევრები საფხეკები და დანისებური ფირფიტები. არქეოლოგიურ მონაპოვარს შორისაა ასევე ბრინჯაოს სადგისები.

დასახლებაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ორმოები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ასევე გამოვლინდა ძვ. წ. IV საუკუნის ამფორები, წითელლაქიანი ჭურჭლის ნამტვრევები.

VIII-IX საუკუნეების შრეებში აღმოჩენილია ამფორები და თიხის ჭურჭელი, ხოლო XIX-XX საუკუნეების მიჯნის შრეებში აღმოჩენილია ახალი დროის ნივთები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება