ტუვური ყელისმიერი სიმღერა
ტუვური ყელისმიერი სიმღერა — ობერტონული სასიმღერო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ტუველი ხალხის ძველ ანიმისტურ წეს-ჩვეულებთან და ბუნების ხმების მიბაძვასთან. არსებობს ტუვური ყელისმიერი სასიმღერო სტილის რამდენიმე სახეობა[1]:
- ხოომეი
- სიგიტი
- კარგირაა
- ბორბანადირი
- ეზენგილეერი
ტუვურ ტრადიციულ სასიმღერო ტექნიკას მრავალი ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივი იყენებს, მათ შორის ანსამბლები ალაში[2], ჰუნ-ჰუურ-ტუ და პოპულარული როკ-ჯგუფი იატ-ხა