ტრნავის უნივერსიტეტი
ტრნავის უნივერსიტეტი (სლოვაკ. Prešovská univerzita) — უნივერსიტეტის ტიპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში.
ტრნავის უნივერსიტეტი | |
---|---|
Trnavská univerzita | |
დაფუძნდა | 1635 / 1992 |
ტიპი | უნივერსიტეტი |
რექტორი | მარეკ შმიდი |
ქალაქი | ტრნავა |
ქვეყანა | სლოვაკეთი |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] |
ოფიციალური ვებგვერდი |
უნივერსიტეტი დააარსა უნგრელმა ფილოსოფოსმა, კარდინალმა პეტერ პაზმანიმ 1635 წელს. თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ ორი ფაკულტეტი: ფილოსოფიისა და საღვთისმეტყველო. 1665 წელს დაარსდა სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 1770 - სამედიცინო. უნივერსიტეტი ცნობილი იყო თავისი ობსერვატორიის წყალობით, რომელიც დააარსა მაქსიმილიან ჰელმა. ასევე აღსანიშნავი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და თეატრი. უნივერსიტეტში ასწავლიდნენ პროფესორები ანდრეი იასლინსკი, იან ბატისტ ხორვატი და ფრანტიშეკ კერი.
უნივერსიტეტი არსებობდა 1777 წლამდე. ამ წელს იგი ბუდაში გადაიტანეს. უნივერსიტეტის უკანასკნელი რექტორი გადატანამდე იყო პროფესორი ანდრეი იასლინსკი.
1992 წელს ტრნავაში დაარსდა ახალი უნივერსიტეტი, რომელიც ძველი უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრე და ძველი ტრადიციების გამგრძელებელი გახდა.