ტრიჯატა
ტრიჯატა (სანს. त्रिजटा) — ინდური ეპოსის „რამაიანას“ პერსონაჟი. ხანდაზმული და ბრძენი დემონი ქალო, რომელიც რამას ცოლს — სიტას უვლიდა, როდესაც რავანამ სიტა გაიტაცა. პოემის გვიან ვერსიებშში ის ვიბჰაშატას, რავანას ძმის და რამას მომხრის ქალიშვილია. უმეტეს ვერსიაში ის სიტას მეგობარია, რომელიც ოცნებობს რავანას დამარცხებაზე და რამას გამარჯვებაზე [1], უფრო იშვიათად ის რავანას ჯაშუშია. ტრიჯატა ხშირად ანუგეშებს სიტას განსაცდელში, ახალ ამბებს უყვება გარე სამყაროდან და ერთხელ თვითმკვლელობასაც არ უშვებს. რამას გამარჯვების შემდეგ მან და სიტამ ის უხვად დააჯილდოვეს. ინდოეთის ზოგ ქალაქში ტრიჯატა ადგილობრივი ღვთაებაა [2].
ინდოეთში, ჯავას და ბალის კუნძულებზე მისი სახელი ტრიჯატაა, მაგრამ "რამაიანას" სხვა ქვეყნების ვერსიებში მას სხვა სახელებიც ჰქვია: პუნუკაი (ლაოსი), ბუნეკაი (ტაილანდი) და დევი სენ ჯაჯი (მალაიზია).
„რამაიანაში“
რედაქტირებაორიგინალურ სიუჟეტში
რედაქტირება„რამაიანაში“ ტრიჯატა ხანდაზმული დემონესაა, რომელსაც, სხვა დემონებთან ერთად, მოტაცებული სიტას დარაჯობა ავალია. რავანა დემონესებს უბრძანებს ნებისმიერი მეთოდით გადააფიქრებინონ ქმრის ერთგულ სიტას რომ ის რავანაზე დაქორწინდეს. სხვა დემონესები სიტას შეურაცხოფას აყენებენ და ცდილობენ რავანას ბრძანება შეასრულონ, მაგრამ ტრიჯატა აჩერებს მათ და უყვება, რომ წინასწარმეტყველურ სიზმარში რავანას განადგურება და რამას გამარჯვება ნახა.
სიზმარში ტრიჯატამ ნახა ღვთაებრივ სპილოზე ამხედრებული რამა და მისი ძმა ლაკშმანი, ისინი სიტასკენ მიდიოდნენ. რამამ სიტა კალთაში ჩაისვა და ცაში აიყვანა, სადაც სიტა მზეს და მთვარეს შეეხო. შემდეგ სამეული რავანას ეტლში ჯდება, ამ დროს ზეთგადასხმული და გაწითლებული რავანა მიწაზე წევს, შემდეგ ვირზე ამხედრებული რავანა სამხრეთისკენ მიდის და ნეხვში ეცემა. ასეთივე ბედი ეწევა რავანას ოჯახის წევრებს, მხოლოდ რამას მხარეზე გადასული რავანას ძმა გაბრწყინებული და მდიდრულად ჩაცმულია. რამას მოხელე რავანას სამეფოს - ლანკას დედაქალაქს წვავს. ტრიჯარტა სხვა დემონესებს სიტასთან დამეგობრებას ურჩევს. სიტა პირობას დებს, რომ თუ ტრიჯატას სიზმარი ახდება ის ყველა მათგანს დაიცავს.
როდესაც რამა და ლაკშმანი სიტას გადასარჩენად მოდის რავანა მათ წინააღმდეგ ღვთაებრივ იარაღს იყენებს და ძმები უგონოდ ეცემიან. ის სიტას და ტრიჯატას აგზავნის ბრძოლის ველის სანახავად და სიტას ქმარი მკვდარი ჰგონია. ტრიჯატა ამშვიდებს მას და ეუბნება, რომ ისინი არ მომკვდარან. ის ასევე ეუბნება, რომ სიტა ძალიან შეუყვარდა მისი სიკეთის და ნაზი ბუნების გამო.
სხვა ვერსიები
რედაქტირება„რამაიანას“ მოგვიანებით ვერსიებში ტრიჯატა კალას, სარამასა და მანდოდარს ცვლის და ორიგინალში მათ სცენებზი მათ მაგივრად ჩნდება. ამით ის უფრო მნიშვნელოვანი პერსონაჟი ხდება, განსაკუთრებით რამაიანას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ვერსიებში, კერძოდ ინდონეზიურ კაკავინ რამაიანაში. რამოპახიანაში (რამას მონათხრობი ეპოს „მაჰაბჰარატაში“), სიტამ აცნობა ჰანუმანს, რომ ტრიჯატამ მას ავინდოდან გაგზავნა შეტყობინება რამას კეთილდღეობის შესახებ და რომ ის და ლახშამანა მალე ჩამოვლენ მისი ლანკასგან გადასარჩენად. ამრიგად ტრიჟატამ შეცვალა კალა. სხვა ვერსუებში სანამას მაგივრად ის ამხელს რავანას ილუზიას, მანდოდარის მაგივრად ის არ უშვებს რავანას მოკლას სიტა და ა.შ. სხვა პერსონაჟების ქმედებების მიწერის გარდა მას ასევე საკუთარ ახალ ეპიზოდებს ემატებდნენ, მაგ. მან სიტას რამდენიმეჯერ თვითმკვლელობა არ გაუშვა - ერთხელ მოტაცების შემდეგ, ორჯერ კი სიტას ატყუებენ და რამას სიკვდილს აცნობებენ, ის თავის მოკვლას აპირებს, მაგრამ ტრიჯატა ინფორმაციას ამოწმებს და რამა ცოცხალი აღმოჩნდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Leodardi, G. G. (1973). Bhaṭṭikāvyam. Brill. ISBN 90-04-03555-9.
- Bose, Mandakranta, ed. (2004). The Ramayana Revisited. Oxford University Press. ISBN 978-0-19-803763-7.
- Bulcke, Camille (2010) [1964]. "Sita's Friend Trijata". In Prasāda, Dineśvara (ed.). Rāmakathā and Other Essays. Vani Prakashan. pp. 104–112. ISBN 978-93-5000-107-3.
- Goldman, Robert P.; Goldman, Sally J. Sutherland (1996). The Ramayana Of Valmiki: Sundarakāṇḍa. The Ramayana Of Valmiki: An Epic Of Ancient India. V. Princeton University Press. ISBN 0-691-06662-0.
- Kam, Garrett (2000). Ramayana in the Arts of Asia. 시사영어사. ISBN 978-0-07-115785-8.
- Mani, Vettam (1975). Puranic Encyclopaedia: A Comprehensive Dictionary With Special Reference to the Epic and Puranic Literature. Delhi: Motilal Banarsidass. pp. 792–793. ISBN 0-8426-0822-2.
- Nagar, Shanti Lal (1999). Genesis and Evolution of the Rāma Kathā in Indian Art, Thought, Literature, and Culture: From the Earliest Period to the Modern Times. 2. B.R. Publishing Company. ISBN 978-81-7646-084-2.