ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტრირ-ნორდი არის ქალაქ ტრირის (რაინლანდ-პფალცის მხარე, დასავლეთი გერმანია) 19-დან ერთ-ერთი უბანი. ქალაქ ტრირის ამ უბნის მოსახლეობა 2009 წლის მდგომარეობით 13 539 კაცს შეადგენს.

უბნის მდებარეობა ქალაქ ტრირში
ბაროკოს ეპოქის ბაზილიკა სანქტ პაულინი
სანქტ მარტინი
ცურლაუბენის ნაპირი

გეოგრაფია

რედაქტირება

ტრირ-ნორდი ეწოდება უბანს, რომელიც ტრირის ისტორიულად ჩამოყალიბებული ძველი ურბანული ნაწილის ჩრდილოეთით მდებარეობს და რუვერ/აიტელსბახის უბნამდე მონაკვეთს წვდება. უბნის ფართობი მოიცავს 376,9 ჰექტარს. ტრირ-ნორდი უშუალოდ პორტა ნიგრასთან იწყება და მოიცავს (ისტორიულად არსებული) რომაული სასაფლაო ტერიტორიას.

ქალაქის ეს ნაწილი მოიცავს ასევე პაულინისა და მაარის უბნებს და ცურლაუბენის სანაპირო ზოლსაც. ნელსის მამულს პარკითურთ („ნელსის პარკი“) და წრიული გამანაწილებელი გზით. აქვეა ყოფილი სამხედრო ქალაქი „კასტელფორტე“, რომელსაც აქ დაბანაკებული საფრანგეთის არმია გამოიყენებდა 1999 წლამდე.

კულტურა და ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება

ტრირის სიმბოლოა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სანქტ. პაულინის ეკლესია, რომელიც ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეკლესია საუკეთესო მდგომარეობაშია შემონახული. გარედან შენობა ყვითლადაა შეღებილი და შორიდანაც კარგად ჩანს. იქვე ახლოს მდებარეობს დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი წმ. მაქსიმინეს სააბატო, რომელიც ტრირის ბენედიქტინელთა ორდენს ეკუთვნის. სულ მთლიანად კი ბენედიქტინელების საკუთრებაში არსებული ოთხი ასეთი ეკლესიაა ქალაქ ტრირში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრირ-ნორდი“-დან