კერნშაიდი (გერმ. Kernscheid) — ქალაქ ტრირის (რაინლანდ-პფალცი) 19-დან ერთ-ერთი დასახლება.

გეოგრაფია

რედაქტირება

ტრირ-კერნშაიდის დასახლება მდებარეობს გრუნდბახისა და კანდელბახის შესაყარზე, და ტრირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. თავისი სოფლური იერსახე დასახლებამ დღემდე შეინარჩუნა. იგი გარშემორტყმულია ტყეებით, მინდვრებითა და ყანებით. კერნშაიდი მრავალფეროვანი აგრიკულტურით ხასიათდება. სურსათით მომარაგება ადგილზე ჯერ კიდევ არაა უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, ჯერ კიდევ არაა საბანკო და საფოსტო განყოფილებები.

დასახლება 1969 წლის 7 ივნისს შეუერთეს ქალაქ ტრირს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება