ტრირის ჰუმბოლდტის გიმნაზია
ტრირის ჰუმბოლდტის გიმნაზია (შემოკლებით ჰა-გე-ტე, Das Humboldt-Gymnasium Trier - HGT) არის მეორე საფეხურის სკოლა ტრირში. 2009 წლის მარტამდე ამ სკოლას ტრირის ჰინდენბურგის გიმნაზია ერქვა.
ისტორია
რედაქტირება1821 წლის 4 დეკემბერს ტრირელმა მასწავლებელმა ვინმე ფიშერმა მიიღო ნებართვა დაეარსებინა ვაჟთა სკოლა. სკოლა ოფიციალურად გაიხნა 1822 წლის 2 იანვარს. სკოლის მიზანი იყო ჭაბუკების მომზადება სავაჭრო და სახელოსნო დარგებისთვის.
სკოლის სასწავლო საგნები იყო გერმანული, ფრანგული, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, რელიგია, სამოქალაქო მორალი და ხაზვა.
1845 წლის 13 სექტემბერს ქალაქ ტრირის ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა სკოლა გარდაექმნა უფრო მაღალი საფეხურის ბიურგერთა სკოლად, რომელიც ექვსი კლასისაგან, - სექსტადან პრიმამდე, შედგებოდა.
1936 წელს ნაცისტებმა პენსიაზე გაუშვეს სკოლის მაშინდელი დირექტორი ჰაინრიხ ომენი (Heinrich Ohmen) იმის გამო, რომ მან არ ისურვა ნაცისტურ პარტიაში (NSDAP) გაწევრიანება. მომდევნო დირექტორი ედუარდ ანრიხი (Eduard Anrich) აქტიურად თანამშრომლობდა ნაცისტებთან, კერძოდ ნაცისტური პარტიის ახალგაზრდულ ფრთასთან, რომელსაც ჰიტლერ იუგენდი (Hitler-Jugend) ერქვა.
1944 წელს დაბომბვის შედეგად დაინგრა სკოლის შენობა, ხოლო 1956 წელს კი სკოლა ახალ მოსახლეობა იზეიმა. ახალ შენობაში სკოლას შეემატა დახურული სავარჯიშო მოედანი და აულა.
1959 წლის 30 მაისს გიმნაზიამ ოფიციალურად იზეიმა ახალ შენობაში გადასვლა.
სახელის ისტორია
რედაქტირება1896 წლიდან სკოლას ერქვა კაიზერ ვილჰელმის გიმნაზია.
1914 წლიდან მოიხსენიებოდა როგორც „კაიზერის რეალური გიმნაზია“. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1917 წელს, მთავარი ფელდმარშალის პაულ ფონ ჰინდენბურგის 70 წლისთავთან დაკავშირებით, სკოლას ისევ შეეცვალა სახელი და დაერქვა ჰინდენბურგის გიმნაზია.
1937 წელს სკოლა ოფიციალურად მოიხსენიება როგორც „ჰინდენბურგის სკოლა, ვაჟთა სახელმწიფო უმაღლესი სკოლა“. სკოლას ეს სახელი მეორე მსოფლიო იმის შემდეგადაც შეუნარჩუნეს.
2009 წელს, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ სკოლას ისევ შეუცვალეს სახელი და დააქვეს ჰუმბოლდტის სახელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Günther Hans Lehmann: Staatliches Hindenburg-Realgymnasium in Trier. წიგნში: Zentralblatt der Bauverwaltung. 50. Jahrgang (1930), Nr. 21.