ტრიალიზმი — ფილოსოფიური პრინციპი, დუალიზმის პრინციპის ალტერნატივა, ფუძეს იღებს ბერძნულ-ლათინური ძირიდან ტრეს, ტრია _ რაც ნიშნავს სამს.

ფილოსოფიაში ტრიალიზმი პირველად შემოტანილი იქნა ჯონ კოტინგემის მიერ, როგორც დენე დეკარტის გონებისა და სხეულის დუალიზმის ალტერნატიული ინტერპრეტაცია. მისი ტრიალიზმი ინარჩუნებდა საწყის ორ სუბსტანციას (გონებას და სხეულს), მაგრამ შემოჰქონდა მესამე ატრიბუტი, გრძნობა, შეგრძნება, რომელიც აგრეთვე გონება-სხეულის ერთიანობაში შედიოდა. ეს საშუალებას აძლევდა მკვლევარს, რომ ცხოველები (თუმცაღა გონებას მოკლებულნი) განეხილა შეგრძნების უნარის მქონედ და არა უბრალო სხეულებრივ ავტომატებად.

ტრიალისტურად შეიძლება გაგებული იქნას რუსთაველის ეს ციტატა:

"გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან..."

ქრისტიანული ტრიალიზმი არის უკვე დოქტრინა, რომ ადამიანებს გააჩნიათ სამი ცალკე ძირითადი არსი (სხეული, სული, სამშვინველი _ body, soul, spirit), რაც ეყრდნობა 5:23 1-ლ თესალონიკელთა მიმართ:

"ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან წმიდა გყვენინ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშჳნელი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ".

ახალი ქართულით:

"თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის".

ეს დოქტრინა სულს თვლის სხეულისა და სამშვინველის ერთობის წევრად, რაც მას უხეშად შეთავსებადს ხდის ფილოსოფიურ ტრიალიზმთან. მიუხედავად ამისა, ევანგელისტი კენეთ კოპლანდი კრიტიკის ცეცხლში გაატარა ჰენკ ჰეინგრაფმა იმის გამო, რომ ამ ევანგელისტმა სამების თითოეულ წევრზე გაავრცელა ტრიალიზმი და უკვე 9 არსი გამოუვიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

Cottingham, J. Cartesian Trialism, Mind, 1985.