ტრანსცენდენტური ეტიუდი №6 (ლისტი)
(გადამისამართდა გვერდიდან ტრანსცენდენტული ეტიუდი №6 (ლისტი))
ტრანსცენდენტური ეტიუდი №6 სოლ მინორში „Vision“ — ფერენც ლისტის ტრანსცენდენტური ეტიუდებიდან რიგით მე-6 საფორტეპიანო ეტიუდი. ნაწარმოები წარმოადგენს ხელების ფართო და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის, ორმაგი ნოტების არპეჯიოსა და ტრემოლოების შესწავლას.
ეს ეტიუდი შედარებით დაბალი სირთულისაა, თუმცა მითითებების ზუსტი დაცვით შესავალი ძალიან რთულია, რადგან იგი სრულიად მარცხენა ხელს მოიცავს. ამგვარი შესრულება მოითხოვს თითების განიერ მოძრაობასა და ზუსტ ნახტომებს.
მხატვრული სახე
რედაქტირებანაწარმოების მხატვრული სახე არის დაკრძალვა. ფერენც ლისტის ორიგინალი ჩანაწერების მიხედვით, შუა მონაკვეთის ინტენსიური ოქტავები და სწრაფად კლებადი არპეჯიოები გამოხატავს განდიდებას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტრანსცენდენტური ეტიუდები: ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)