ტოფიგ აღაბაბაევი
ტოფიგ მამედალი ოღლუ აღაბაბაევი (აზერ. Tofiq Məmmədəli oğlu Ağababayev; დ. 8 სექტემბერი, 1928, ბაქო) — აზერბაიჯანელი მხატვარი. აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (2006), აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი (1992).
ტოფიგ აღაბაბაევი | |
---|---|
დაიბადა | 8 სექტემბერი, 1928 (96 წლის) |
დაბადების ადგილი | ბაქო |
ბიოგრაფია
რედაქტირებატოფიგ აღაბაბაევი დაიბადა 1928 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ბაქოში სამხედრო ოჯახში. საშუალო სკოლის მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა აზერბაიჯანის ა. აზიმზადეს სახელობის სახელმწიფო სამხატვრო სკოლის ფერწერის განყოფილებაში (1946-51). 1953-59 წლებში მხატვარი სწავლობდა ბარონ შტიგლიცის სახელობის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის მინა-კერამიკულ ფაკულტეტზე (ყოფილი ვ. მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო და სამრეწველო ხელოვნების სკოლა) და მიიღო მინის კერამიკის სპეციალობა.
ტოფიგ აღაბაბაევმა შექმნა ნამუშევრები მონუმენტური ხელოვნებისა და ხელოსნობის, გრაფიკისა და ფერწერის სფეროში. 1966-68 წლებში მუშაობდა ქალაქ ბაქოს მთავარ მხატვრად. ტოფიგ აღაბაბაევის სახელს უკავშირდება ბაქოს საბჭოს გერბის აღდგენა და ბაქოს სიმბოლური გასაღების შექმნა. მხატვარს ეკუთვნის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტისა და არქიტექტურისა და სამშენებლო უნივერსიტეტის სპორტული დარბაზის მოზაიკური ნამუშევრები.
ტოფიგ აღაბაბაევის ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმში; აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის ფონდში; აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და სხვა ქვეყნების მუზეუმებსა და კერძო გალერეებში.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Azərbaycan Milli Ensiklopediyası" Elmi Mərkəzi. : [азерб.]. — Bakı, 2009. — P. 152-153.