ტოპოზააფრიკაში მოსახლე ეთნიკური ჯგუფი. ისინი სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე დღევანდელ აღმოსავლეთ ეკვატორიაში სავარაუდოდ XVI საუკუნეში გადასახლდნენ. ტოპოზები მუდმივად ჩართული იყვნენ მეზობლებთან წყლის და საძოვრების გამო წარმოქმნილ კონფლიქტებში.

ახალგაზრდა ტოპოზა მამაკაცი.

ტოპოზების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 207 000 ადამიანს და ისინი სამხრეთ სუდანის სიდიდით VI ან VII ეთნიკური ჯგუფია. ტოპოზებს არ ჰყავთ გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, ისინი პატივს უფროსებსა და ბელადებს სცემენ. გადაწყვეტილებებს იღებენ საერთო კრებებზე, რომლებსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან. ტოპოზებს სჯერავთ ერთი ზეძალის და ანცესტრალური სულის. სამოქალაქო ომების დროს ისინი მხარს უჭერდნენ ხან სამხრეთ სუდანის განმათავისუფლებელ მოძრაობას, ხან — სუდანის არმიას.

ლიტერატურა

რედაქტირება