ტოომპეა ან ვიშგოროდი (ესტ. Toompea, გერმ. Domberg, შვედ. Domberget) — ტალინის ძველი ქალაქის ნაწილი. მდებარეობს ქალაქის შემაღლებულ ნაწილში საიდანაც მომდინარეობს სახელწოდება ტოომპეა, ზემო ქალაქი.

ვიშგოროდის ბორცვის ხედი წმინდა ოლაფის ეკლესიის კოშკიდან

შუა საუკუნეებში ვიშგოროდი სამ ნაწილად, დიდ ქალაქად, მცირე ქალაქად და მიმდებარე ტერიტორიებად იყოფოდა. ტოომპეაში XII-XIV საუკუნეებში ტოომპეის ციხესიმაგრე აშენდა. ციხესიმაგრის თავზე აღმართულია 1360-1370 წლებში აგებული 48 მეტრიანი კოშკი „გრძელი ჰერმანი“ (ესტ. Pikk Hermann). „გრძელი ჰერმანის“ წვერზე აღმართული დროშა ესტონეთის ერთ-ერთი სიმბოლოთაგანია.

გადაკეთებულ ციხესიმაგრეში განტავსებულია ესტონეთის პარლამენტი რიიგიკოგუ.

ტოომპეაში აგრეთვე მდებარეობს 1900 წელს აგებული ალექსანდრე ნეველის მართლმადიდებლური ტაძარი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება