ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტონინამაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური კომპლექსი თანამედროვე მექსიკაში, ჩიაპასის შტატში.

ტონინას პირამიდა. ჩვ.წ. მე-5 საუკუნე

ძეგლი საშუალო სიდიდისაა. შედგება ტაძარი-პირამიდებისაგან, ბურთის სათამაშო მოედნებისაგან, და 100-მდე სხვა მონუმენტისაგან, რომლებიც თარიღდება ჩვ .წ. VI-IX საუკუნეებით.

ტონინა ცნობილია თავისი ბათქაშის სკულპტურებითა და გრავირებული მონუმენტებით, რომლებიც ჯერ კიდევ ოლმეკების დროიდანაა ცნობილი.

ტონინა წარმოადგენდა საკმაოდ აგრესიულ სახელმწიფოს გვიან-კლასიკურ პერიოდში და სამეფოს გასაძლიერებლად ხშირად მიმართავდა ომებს.

ქალაქში აღმოჩენილია მაიას კალენდარი, რომელიც ჩვ. წ. 909 წლით თარიღდება. აქ უმსხვილესი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1972-1980 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

კოორდინატები: 16°54′04″ ჩ. გ. 92°00′34″ დ. გ. / 16.9012194° ჩ. გ. 92.0096750° დ. გ. / 16.9012194; -92.0096750

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტონინა“-დან