ტომსკის ღვთისმშობელ-ალექსეევკის მონასტერი
ტომსკის ღვთისმშობელ-ალექსეევკის მონასტერი (რუს. Богородице-Алексеевский монастырь) — მოქმედი მართლმადიდებლური მამათა მონასტერი ტომსკში. მონასტერი დაარსებულია 1605 წელს.
ტომსკის ღვთისმშობელ-ალექსეევკის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 56°30′00″ ჩ. გ. 84°58′00″ ა. გ. / 56.50000° ჩ. გ. 84.96667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ტომსკი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1605 |
მონასტერი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ტომსკის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაერთ-ერთი ვერსიით მონასტერი დაარსდა 1605 წელს, ხოლო სხვა მონაცემებით — 1622 წელს. თუმცა ზუსტად ცნობილია, რომ მონასტერი 1630-იან წლებში მოქმედებდა. 1630-1650-იან წლებში ღვთისმშობლის მონასტერი მდებარეობდა მდინარე ყირგიზკისა და ტომის შეერთების ადგილზე (უსტ-ყირგიზკის მონასტერი). 1658 წელს გადაიტანეს იურტოჩნის მთაზე.
1663 წელს ეკლესია აკურთხეს წმინდა ალექსი ღვთისკაცის სახელზე და ამის შემდეგ ეწოდება ღვთისმშობელ-ალექსეევკის მონასტერი. 1764 წლამდე ღვთისმშობელ-ალექსეევკის მონასტერი იყო ერთადერთი მონასტერი ტომსკის გუბერნიაში, რომელიც ფლობდა 400 ყმა-გლეხს და მიწის ნაკვეთებს. XVII საუკუნეში მონასტერთან გაიხსნა საავადმყოფო, ხოლო 1746 წელს ტომსკის პირველი სკოლა — ტომსკის სასულიერო სასწავლებელი. მონასტერი, ისევე როგორც სხვა ციმბირული სავანეები იყო საეკლესიო წესების დამრღვევთათვის გადასახლების ადგილი.
მონასტრის მთავარი ტაძარია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია, რომელსაც ასევე აქვს ალექსი ღვთისკაცისა და წმინდა ფლოროსისა და ლავროსის სახელობის ეგვტერები.
1830-იან წლებში შემოავლეს გალავანი და აშენდა სამრეკლოები.
1922 წელს მონასტერი დახურეს, მაგრამ მორწმუნეთა თემი ყაზანის მონასტერში მოქმედებდა 1929 წლამდე. 1930 წელს მონასტრის შენობებში გახსნეს ინდუსტრიულ-პედაგოგიური ინსტიტუტი. 1978 წლის 17 თებერვლიდან მონასტერი სახელმწიფო დაცვის ქვეშაა.
1992 წელს ყაზანის ეკლესია და კელიების კორპუსი დაუბრუნდა მორწმუნეებს. დაიწყო რეგულარული ღვთისმსახურება. 2012 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყეს 15 მლნ რუბლი ყაზანის ეკლესიის რესტავრაციისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Алексеевский монастырь // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 10-11. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Монастырь Богородице-Алексеевский Томский (мужской)
- История монашества в Томске დაარქივებული 2013-01-09 საიტზე Wayback Machine.
- Томский Богородице- Алексиевский мужской монастырь
- Томский Богородице-Алексеевский монастырь
- Археологические раскопки на территории Богородице-Алексиевского монастыря დაარქივებული 2014-05-31 საიტზე Wayback Machine.