ტომსკის ნათლისღების ტაძარი
ტომსკის ნათლისღების ეკლესია (რუს. Богоявленский собор) — მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი ტომსკში. შენდებოდა 1777-1784 წლებში.
ტომსკის ნათლისღების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°29′19″ ჩ. გ. 84°56′49″ ა. გ. / 59.48861° ჩ. გ. 84.94694° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ტომსკი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაროკო |
თარიღდება | 1777-1784 |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ტომსკის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებანათლისღების ტაძარი წარმოადგენს ტომსკის ტაძრებს შორის ერთ-ერთ უძველეს ნაგებობას. იგი თავის დასაწყისს იღებს ხის ეკლესიისაგან, რომელიც ააგეს 1630 წელს. 1858 წელს ხის ძველი ეკლესიის საკურთხევლის ადგილზე ააგეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამლოცველო. მოქმედი ორსართულიანი, ბაროკოს სტილში აგებული შენობა ააშენეს 1777 წელს. ქვის ტაძრის ქვედა სართული აკურთხეს 1784 წელს უფლის ნათლისღების სახელზე. მალევე ქვედა სართულზე აკურთხეს ეგვტერი მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, ხოლო ზემო სართულზე ელია წინასწარმეტყველის სახელზე.
ეკლესიას ტომსკის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ნათლისღების ტაძარმა აირჩია ტომსკის პირველი გუბერნატორი ვასილი ხვოსტოვი, რომელმაც ფერისცვალების დღესასწაულზე 1804 წელს გამოაცხადა ტომსკის გუბერნიის შექმნა. 1895 წლიდან ტაძარში მოქმედებს ღარიბთა თავშესაფარი, 1898 წლიდან კი — საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ტაძართან მუშაობს ბიბლიოთეკა 400 წიგნით. ყოველი წლის ნათლისღების დღეს, 19 იანვარს, იმართება საეკლესიო მსვლელობა მდინარე ტომისკენ წყლისკურთხევის ცერემონიალის შესასრულებლად.
ტაძარი ღვთისმსახურებისთვის დახურეს 1930 წელს. 1936 წელს ტაძარში განათავსეს ვერმიშელის ფაბრიკა.
1997 წლიდან იწყება ნათლისღების ტაძრის აღდგენა, რომელიც 1995 წელს დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
2008 წელს ტომსკის სასულიერო სემინარიასთან გაიხსნა საეკლესიო-ისტორიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია უნიკალური საეკლესიო ჭურჭელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Богоявленская церковь // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 36-37. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.