ტომსკის მეცნიერთა სახლი
ტომსკის მეცნიერთა სახლი (რუს. Дом учёных) — ქალაქ ტომსკის ღირსშესანიშნაობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. მდებარეობს მისამართზე: 634029, ქალაქი ტომსკი, საბჭოთა ქუჩა, სახლი 45.
მეცნიერთა სახლი Дом учёных | |
---|---|
კოორდინატები | 56°28′21″N 84°57′10″E / 56.4725° ჩ. გ. 84.952778° ა. გ. |
მდებარეობა | ტომსკი, რუსეთი |
მოქანდაკე | ვიქტორ ხაბაროვი, პავლე ნარანოვიჩი |
დაწყების თარიღი | 1887 |
დასრულების თარიღი | 1891 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებატომსკის მეცნიერთა სახლის შენობა არის ტომსკის გუბერნატორის ყოფილი რეზიდენცია. რეზდენციის აგების გადაწყვეტილება მიიღეს 1887 წელს. დაპროექტებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა არქიტექტორებმა ვიქტორ ვასილის ძე ხაბაროვმა და პავლე პეტრეს ძე ნარანოვიჩმა. არქიტექტურული სტილის თვალსაზრისით შენობა ხასიათდება როგორც გვიანი რენესანსის ნაგებობა.
მშენებლობა გაჭიანურდა და სასწრაფოდ მოხდა მისი დასრულება, მას შემდეგ, რაც 1891 წლის გაზაფხულზე ტომსკის ხელისუფლებამ მიიღო შეტყობინება, რომ ტომსკზე გაივლიდა მსოფლიო მოგზაურობიდან დაბრუნებული ტახტის მემკვიდრე უფლისწული ნიკოლოზ რომანოვი. სახლის გადაკეთების მთავარი ორგანიზატორი იყო პეტრე ვასილის ძე მიხაილოვი — იმ დროისათვის ქალაქის თავი. სამთავრობო დაფინანსების არქონის გამო სახლის მშენებლობის დასრულება საკუთარი ფულით მოუხდათ.
იმ შემთხვევისათვის, თუკი უფლისწული მოისურვებდა ხალხს დანახებოდა, ნოვო-სობორნის მოედნის მხრიდან მიაშენეს აივანი. უფლისწული ტომსკს ესტუმრა 1891 წლის ივლისში და გუბერნატორის სახლში დარჩა ორი დღე (5-6 ივლისი). 5 ივლისის საღამოს იგი სასახლის აივნიდან მიესალმა შეგროვილ ხალხს.
1917 წელს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, გუბერნატორის სახლს უწოდეს თავისუფლების სახლი. 1920-იან წლებში მასში განათავსეს საბჭოთა ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოები: ტომსკის გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი და სამხარეო აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი.
1927 წელს შენობაში ჩამოყალიბდა მეცნიერთა სახლი, როგორც კულტურის ცენტრი და შემოქმედებითი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი. ტომსკის მეცნიერთა სახლი პირველი მსგავსი ტიპის დაწესებულება იყო ციმბირში. სახლს 1947-1973 წლებში ხელმძღვანელობდა ნ. ს. პოიზნერი.
1995 წლიდან წარმოადგენს ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოელექტრონიკისა და მართვის სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2005-2006 წლებში მიმდინარეობდა მეცნიერთა სახლის კაპიტალური რემონტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт Дома учёных
- История застройки Томска. Дом учёных დაარქივებული 2011-12-06 საიტზე Wayback Machine.
- Старое фото. Ново-Соборная площадь Томска. Справа на переднем плане губернаторский дом (сейчас Дом учёных)
- Старое фото. Дом губернатора.
- История Томска и области, достопримечательности. Дом губернатора (дом ученых)
- Фото 1977 года