ტომსკის მეცნიერების სახლი

ტომსკის მეცნიერების სახლი (რუს. Дом науки) — ქალაქ ტომსკის ღირსშესანიშნაობა, განათლებისა და კულტურის დაწესებულება. XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს მარილის მოედანზე (აღდგომის მთაზე). 1998 წლიდან შენობაში განთავსებულია თოჯინების თეატრი „Скоморох“.

მეცნიერების სახლი
Дом науки
კოორდინატები 56°29′47″N 84°57′38″E / 56.496389° ჩ. გ. 84.960556° ა. გ. / 56.496389; 84.960556
მდებარეობა ტომსკი, რუსეთი
არქიტექტორი ტოვი ფიშელი, ანდრეი ლანგერი
მოქანდაკე ანდრეი კრიაჩკოვი
სტილი მოდერნი
დაწყების თარიღი 1911
დასრულების თარიღი 1912
თარიღდება 1912
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7010037000

მეცნიერების სახლის მშენებლობა დაიწყეს 1911 წლის 1 მაისს და დაასრულეს 1912 წელს. საზეიმო გახსნა გაიმართა 1912 წლის 7 ოქტომბერს. ანდრეი კრიაჩკოვის მიერ შედგენილი შენობის პროექტი აღიარეს გამარჯვებულად სპეციალურად გამართული კონკურსის ფარგლებში, ხოლო პროექტი სისრულეში მოიყვანეს არქიტექტრებმა ტოვი ფიშელმა და ანდრეი ლანგერმა. შენობაში იყო 57 ოთახი, რომლის საერთო ფართობიც იყო 612 კვადრატული საჟენი.

მშენებლობის ინიციატორისა და მისი მთავარი დამფინანსებლის პეტრე მაკუშინის ჩანაფიქრის მიხედვით შენობაში უნდა გახსნილიყო სახალხო უნივერსიტეტი ალფონს შანიავსკის მოსკოვის სახალხო უნივერსიტეტის მაგალითზე. ახალი უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1916 წლისათვის. მსოფლიოში საომარი მოქმედება არ იძლეოდა სრულმასშტაბიანი სწავლის პირობებს. შენობაში განათავსეს ციმბირის ქალთა უმაღლესი კურსები, 1912-1914 წლებში ზოგადსაგანმანათლებლო საღამოს კლასები (კურსები), ხოლო 1918 წლის აგვისტოში განათავსეს რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ევაკუირებული აკადემია, 1920 წელს — წითელ მეთაურთა სკოლა, 1923 წელს — ციმბირის პოლიტექნიკუმი.

საჯარო უნივერსიტეტი კი გაიხსნა 1925 წლის 13 დეკემბერს.

1941 წელს შენობა გადაეცა ქარხანა „ტომკაბელს“, ხოლო 1960 წელს შენობაში განათავსეს ქარხანა „ტომკაბელის“ კულტურის სახლი, ხოლო 1998 წლიდან განთავსებულია თოჯინების თეატრი „Скоморох“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • История названий томских улиц. Томск, Изд-во Д-Принт. 2012. 368 с. ISBN 978-5-902514-51-0