ტოლორსის წყალსაცავი
წყალსაცავი სომხეთში
(გადამისამართდა გვერდიდან ტოლორის წყალსაცავი)
ტოლორსის წყალსაცავი (სომხ. Տոլորսի ջրամբար) — წყალსაცავი სომხეთში. მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში, ქალაქ სისიანიდან სამხრეთით 3 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1650 მეტრ სიმაღლეზე. წყალსაცავი აგებულია მდინარე სისიანისა და აირიგეტის შეერთების ადგილას. წყალსაცავის მოცულობა 96,8 მილიონი მ³-ია, ფართობი – 4,7 კმ², საშუალო სიღრმე – 32 მეტრი. წყალსაცავში დაგროვილი წყალი გამოიყენება ენერგეტიკაში და ირიგაციისთვის.
ტოლორსის წყალსაცავი | |
---|---|
სომხ. Տոլորսի ջրամբար | |
ტოლორსის წყალსაცავის ხედი | |
კოორდინატები: 39°28′58″ ჩ. გ. 46°01′30″ ა. გ. / 39.48278° ჩ. გ. 46.02500° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | სიუნიქის პროვინცია |
ზღვის დონიდან | 1650 მ |
ფართობი | 4,7 კმ² |
მოცულობა | 0,0968 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 32 მ |