ტიურინგის ტესტი — ემპირიული ტესტი, რომლის იდეაც შემოგვთავაზა ალან ტიურინგმა სტატიაში „გამოთვლითი მანქანები და გონება“, რომელიც 1950 წელს გამოქვეყნდა ფილოსოფიურ ჟურნალში Mind. ტიურინგმა მიზნად დაისახა, განესაზღვრა, შეუძლია თუ არა მანქანას აზროვნება.

ტიურინგის ტესტის სტანდარტული ინტერპრეტაცია

ამ ტესტის სტანდარტული ინტერპრეტაცია შემდეგნაირად ჟღერს: „ადამიანი ურთიერთქმედებს ერთ კომპიუტერსა და ერთ ადამიანთან. კითხვებზე პასუხის გათვალისწინებით მან უნდა განსაზღვროს, ვის ესაუბრება: ადამიანს თუ კომპიუტერულ პროგრამას. კომპიუტერული პროგრამის მიზანია ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს და არასწორი არჩევანი გააკეთებინოს“.

ტესტის მონაწილეები ვერ ხედავენ ერთმანეთს. თუკი მსაჯულს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვროს, თანამოსაუბრეთაგან რომელია ადამიანი, მაშინ მიიჩნევა, რომ მანქანამ გაიარა ტესტირება. იმისთვის, რომ გამოიცადოს მანქანის მხოლოდ ინტელექტი და არა მისი შესაძლებლობა, გაარჩიოს სალაპარაკო ენა, დიალოგი მიმდინარეობს რეჟიმში „მხოლოდ ტესტი“, მაგალითად, კლავიატურისა და ეკრანის (შუამავალი-კომპიუტერის) მეშვეობით. მიმოწერა უნდა განხორციელდეს დროის განსაზღვრული შუალედების შემდეგ, რათა მსაჯულმა დასკვნა მხოლოდ პასუხთა სიჩქარეზე დაყრდნობით ვერ გამოიტანოს. ტიურინგის დროს კომპიუტერები ადამიანზე ნელა რეაგირებდნენ. ახლა ეს წესი კვლავ საჭიროა, რადგან ისინი ადამიანზე გაცილებით უფრო სწრაფად რეაგირებენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება