ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტიმბუქტუ (ინგლ. Timbuktu) — ამერიკელი მწერლის, პოლ ოსტერის 1999 წლის ნოველა. ნაწარმოები მოგვითხრობს ძაღლის – მისტერ ბოუნზის – შესახებ, რომელიც რთულად ეგუება იმ ფაქტს, რომ მისი მფლობელი კვდება.

ტიმბუქტუ

ინგლისური გამოცემა
სრული სათაური Timbuktu
ავტორი პოლ ოსტერი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერის ადგილი აშშ
გამოცემულია 1999
მედია ბეჭდური
გვერდი 181
წინა Mr. Vertigo
შემდეგი ილუზიების წიგნი

მოქმედება ვითარდება 90-იანი წლების აშშ-ში, თავად ცხოველის თვალით გადმოცემულ სამყაროში, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ანთრომორფიზირებულ პერსონაჟად არ გვევლინება, საკუთარ შინაგან მონოლოგს ინგლისურ ენაზე გადმოგვცემს. პროტაგონისტის პატრონი კი ავადმყოფობას მიეცა, რომელსაც გადაუწყვეტია, რომ წავიდეს ბალტიმორში, იმ იმედით, რომ იპოვოს ყოფილი ინგლისურის მასწავლებელი. ისტორიათა აბსოლუტური უმრავლესობის გადმოცემა წარსულისა და აწყმოს მონაცვლეობით მიმდინარეობს.

ნაწარმოების სათაური ეხმიანება ძაღლის თვითნასწავლი პოეტი პატრონის იმ იდეიდან, რომ სიცოცხლის შემდგომი პერიოდის გატარება მას ერთ მშვენიერ დასახლებაზე, სახელად „ტიმბუქტუ“, მოუწევს. წიგნის მთავარი ლაიტმოტივი მდგომარეობს იმაში, რომ, მისტერ ბოუნზის შეხედულებით, ის ვერ შეძლებს ცხოვრების ტიმბუქტუშიუ გაგრძელებას და ვეღარ ნახავს საკუთარ პატრონს სიკვდილის შემდეგ.

ნოველა ასევე შეეხება ისეთ თემას, როგორიცაა ეგზისტენციალური კრიზისი, რომლის ფონზეც მთავარი გმირი უძლურია, იპოვოს საკუთარი ადგილი და მიზანი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკაში. ნაწარმოები ადაპტირდა პიესად ხორვატი დრამატურგის, ბორუტ სეფაროვიჩის მიერ.[1] ნაწარმოებზე მინიშნება იქმნება ირლანდიელი მუსიკოსის, ფიონ რეიგანის სიმღერაში – "Put a Penny in the Slot".

  1. 'Timbuktu – Borut Šeparović' by Igor Ružić (Radio 101) (7 October 2008).