ტიერნინი (ისლ. Tjörnin – აუზი) — პატარა ტბა ცენტრალურ რეიკიავიკში, ისლანდიის დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ტიერნინი არ შედის ქვეყნის უდიდესი ტბების სიაში, ის არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ტბა მთელს ისლანდიაში.

რეიკიავიკის სტუმრების დიდ ნაწილს უხდება გავლა ტბის სანაპიროზე. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრში რეიკიავიკის დარბაზის და რამდენიმე მუზეუმის შემდეგ. ტბასთან ახლოს მდებარეობს ასევე ისლანდიის უნივერსიტეტი.

ტიორნინი დეკემბერში

ტიერნინი არის საყვარელი ადგილი ბავშვებისათვის, რადგან აქ შესაძლებელია იხვების, თოლიების, გედების, ბატების ნახვა და მათი გამოკვება.

ზამთრის განმავლობაში, ტბა ჩვეულებრივ იყინება, თუმცა მას, წყლის ფრინველებისათვის, ცხელი გეოთერმული წყლების საშუალებით ალღობენ ხოლმე.

180 გრადუსიანი ხედი ტიერნინზე
180 გრადუსიანი ხედი ტიერნინზე

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება