ტიგრან მარტიროსიანი

ტიგრან ვარდან მარტინოსიანი (სომხ. Տիգրան Գ. Մարտիրոսյան; დ. 3 მარტი, 1983, გიუმრი, სომხეთის სსრ) — სომეხი ძალოსანი. 2009 წელს მიენიჭა სომხეთის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.[2]

ტიგრან მარტიროსიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1983(1983-03-03) (41 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი
სიმაღლე 175[1]
წონა 85[1]
ქვეყანა სომხეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტიგრან მარტიროსიანი დაიბადა 1983 წლის 3 მარტს, გიუმრიში, სომხეთის სსრ-ში. მარტიროსიანმა ვარჯიში 1995 წელს დაიწყო ვაჰან ბიჩახჩიანის ხელმძღვანელობით. მარტიროსიანი ახალგაზრდული კარიერის განმავლობაში ზედიზედ სამგზის გახდა ევროპის ჩემპიონი 1997, 1998 და 1999 წლებში. მან ზრდასრულთა შეჯიბრებებში ასპარეზობა მსუბუქ მძიმე წონაში (82,5 კგ) 2003 წლის შემდეგ დაიწყო.

მარტიროსიანმა ათენში 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და 367,5 კგ-ით მეშვიდე ადგილზე გავიდა.[3]

არტიროსიანმა 2006 წელს სანტო დომინგოში გამართულ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველი და მეორე ადგილები კი ანდრეი რიბაკუ, და ასლამბეკ ედიევმა დაიკავეს.[4] მარტიროსიანმა ატაცში დაძლია 172 კგ, ხოლო აკვრაში – 198. ორჭიდში ჯამში დაძლია 370 კგ.[5]

2007 წელს სტრასბურგში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატამდე, მარტიროსიანმა მიიღო მძიმე ტრავმა, რომელიც არა მხოლოდ არ მისცემდა მას მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, არამედ ვერ მოახერხა სრულად მომზადებულიყო 2007 წლის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის ჩიანგ მაიში, სადაც მან მხოლოდ მეათე ადგილზე გასვლა შეძლო.

მომდევნო წელს, მარტიროსიანმა მოიპოვა ოქროს მედალი 2008 წელს გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ლინიანოში. მან თავისი გამარჯვება მიუძღვნა თანამემამულე სომეხ ძალოსანს და მოგვიანებით ძალოსნობის მწვრთნელს ხაჩატურ ქიაპანაქციანს, რომელიც რამდენიმე თვის ადრე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.[6]

მარტიროსიანმა მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. 177 კგ დაძლევა მოახერხა ატაცში, 203 აკვრაში, ხოლო ორჭიდში 380 კგ. მოიგო ვერცხლის მედალი და ჩამორჩა ლუ იონგს, რომელმაც 394 კგ დაძლია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.[7]

მარტიროსიანმა გოიანგში 2009 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ატაცში, მაგრამ ზურგის ტკივილის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.[8][9]

2010 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მარტიროსიანმა დატოვა სომხეთის ძალოსანთა ნაკრები.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Olympedia — 2006.
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. www.ra.am. ციტირების თარიღი: 18 January 2013.
  3. MARTIROSYAN Tigran. International Weightlifting Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-27.
  4. MARTIROSYAN Tigran V.. International Weightlifting Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-27.
  5. 75th MEN'S and 18th WOMEN'S WORLD CHAMPIONSHIPS -85 KG MEN. International Weightlifting Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 10 January 2010.
  6. Sport: Weightlifting. ArmeniaNow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 January 2013.
  7. 2008 Olympics - Light Heavyweight. www.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 19 January 2013.
  8. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. PanArmenian.Net. ციტირების თარიღი: 18 January 2013.
  9. Martirosyan Tigran V.. iat.uni-leipzig.de. ციტირების თარიღი: 10 January 2010.
  10. Tigran V. Martirosyan, Gevorg Davtyan left out of Armenian national team. news.am. ციტირების თარიღი: 18 January 2013.