ტეხასის რესპუბლიკა (მოძრაობა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტეხასის რესპუბლიკა (მოძრაობა) — სეპარატისტული მოძრაობა აშშ-ში, რომელიც ტეხასის შტატის დამოუკიდებლობას მოითხოვს. სეპარატისტების აზრით, სახელმწიფო „ტეხასის რესპუბლიკა“ 1845 წელს უკანონოდ იქნა ანექსირებული აშშ-ის მიერ და დღემდე უკანონოდ არის ოკუპირებული. ამერიკის მთავრობა არ ცნობს სეპარატისტულ „სახელმწიფოს“.

მოძრაობის მონაწილეებმა საკუთარი მთავრობა, სასამართლო სისტემა და სამართალდამცავი ორგანოები ჩამოაყალიბეს. გარდა ამისა, მათ შეტანილი აქვთ სარჩლები საკმაოდ დიდი თანხების მოთხოვნით ამერიკის — როგორც ტეხასის რესპუბლიკის კეთილდღეობის ჩამშლელის — წინააღმდეგ.

სეპარატისტებს ამერიკის ხელისუფლებამ დანაშაულებრივი საქმიანობის ორგანიზაციაში დასდო ბრალი. 1997 წელს ქალაქ ფორტ-დევისში პოლიციამ სეპარატისტთა ბაზა ალყაში მოაქცია, რადგან მოძრაობაში შემავალმა ერთ-ერთმა ჯგუფმა რიჩარდ მაქლარენის (რესპუბლიკის ელჩი აშშ-ში) ხელმძღვანელობით მძევლები აიყვანა. მაქლარენი შტურმის შემთხვევაში შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევით იმუქრებოდა. იმის გამო, რომ აშშ-ს ხელისუფლებას ეშინოდა, რადგან სექტა „დავიდოვის ტოტის“ მამულში შტურმით შეჭრისას არაერთი ადამიანი ემსხვერპლა ორმხრივ ცეცხლს, ალყამ ერთ კვირას გასტანა, რის შემდეგაც მაქლარენი და მისი თანამებრძოლნი დააპატიმრეს.

სეპარატისტული საიტები

რედაქტირება