ტეტჩერის ეფექტი — ვიზუალური ეფექტი, რომელზეც რთულია ცალკეული ნაწილების ცვლილების შემჩნევა მაშინ, როდესაც სახე ამოტრიალებულია. პირველად ასეთი ეფექტის მქონე ნიმუში, ფოტოსურათი, პიტერ ტომპსონმა შექმნა 1980 წელს. ფოტოზე გამოსახული იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, ამიტომ ამ ფენომენს „ტეტჩერის ეფექტი“ ეოწდა. ილუზია წარმოდგენილი იქნა ორი იდენტური ამოტრიალებული ფოტოსურათის სახით. ერთ-ერთი მათგანი შეცვლილია, სახეზე თვალები და ტუჩები ვერტიკალურადაა განთავსებული. თავდაპირველად ცვლილების შემჩნევა რთულია, რადგან ადამიანის გონება ვერ ახერხებს ამის გაანალიზებას და სახის ყველა ნაწილის ამობრუნებას.

ტეტჩერის ეფექტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება