ტერ-არუთინოვის სახლი
ტერ-არუთინოვის სახლი (რუს. Дом Тер-Арутюнова) — უძველესი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1911-1914 წლებში. ტერ-არუთინოვის სახლი საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ტერ-არუთინოვის სახლი რუს. Дом Тер-Арутюнова | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′41″N 38°55′57″E / 47.211389° ჩ. გ. 38.9325° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
ტიპი | მოდერნი |
დაწყების თარიღი | 1911 |
დასრულების თარიღი | 1914 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 16.
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნეში ტერ-არუთინოვის სახლის ადგილზე იდგა პატარა ერთსართულიანი სახლი, რომელიც შეფასებული იყო ათას რუბლად[1]. იგი ეკუთვნოდა სახელმწიფო მრჩეველს იულიან არბუშევსკის და მის მეუღლეს ვერა მატოს. მათ ჰყავდათ ორი შვილი: მიხეილი (1837-1896 წწ.) და ნადეჟდა, რომელიცც გათხოვილი იყო დემოსთენე დულჟერ-ლოგორიდზე[2].. ამ დიდი ოჯახის რამდენიმე შთამომავალი დარჩა ტაგანროგში საცხოვრებლად, ნაწილი კი გადავიდა საბერძნეთში და ცხოვრობენ ათენში. 1890-იან წლებში სახლის მფლობელი გახდა პოლკოვნიკი თეოდორ კოვალევსკი, ხოლო რამდენიმე წლის მერე ვინმე ვლადიმერ გრიზოვი, ხოლო უკვე ამის შემდეგ საგუბერნიო მდივანი პეტრე ლადოხინი[1].
1910-იანი წლებიდან სახლის მფლობელი გახდა ქალაქის მემკვიდრეობითი საპატიო მოქალაქე ნიკოლაი ტერ-არუთინოვი[1], სასტუმრო „კონტინენტალის“ მფლობელი[2]. 1911 წლის 18 სექტემბერს ტერ-არუთინოვმა დაიწყო ახალი სახლის მშენებლობა[1].
ტერ-არუთინოვის სახლი აგებულია მოდერნის არქიტექტურულ სტილში. მისი ფასადი ასიმეტრიულია. ნაგებია ორფეროვანი აგურით. სახლის მშენებლობა დასრულდა 1915 წლის 1 თებერვალს[1]. ახალი სახლი შეფასებული იყო 16 ათას რუბლად[2].
ტერ-არუთინოვის გარდაცვალების შემდეგ სახლი გახდა მეორე გილდიის ვაჭრის ა. ზალცმანის კუთვილება, რომელმაც სახლის ნაწილი გააქირავა სანოტარო კანტორისათვის[1].
გერმანიის მიერ ბრესტის ზავის დარღვევისა და ომის გაჩაღების შემდეგ დადგა რეალური საშიშროება ქალაქი გერმანელებს დაეკავებინათ. ქალაქში გამოაცხადეს საყოველთაო მობილიზაცია და შეიქმნა სამხედრო-რევოლუციური ძალების შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პირველი ბოლშევიკური დეპუტატთა საბჭოების წევრი ვ. კარზინი. შტაბი განთავსდა ტერ-არუთინოვის სახლში.
1920-იანწლებში სახლი სხვადასხხვა გაზეთის რედაქციის კუთვნილება იყო. 1925წელს კი მოახდინეს სახლის მუნიციპალიზაცია და შენობაში განათავსეს ტაგანროგის საოლქო პროკურატურა[2], რომელსაც 1930 წლიდან ქალაქის პროკურატურა ეწოდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1941-1943 წლებში შენობაში განთავსებული იყო გერმანელთა პირველი საპოლიციო დანაყოფი[2]. ქალაქის გერმანელთაგან გათავისუფლების შემდეგ შენობაში ორი პროკურატურა განთავსდა: ნახევრად სარდაფში ტაგანროგის ლენინის რაიონის პროკურატურა, ხოლო ზედა სართულზე ქალაქის პროკურატურა. 1954 წელს რაიონული პროკურატურები გააუქმეს და შენობაში მხოლოდ საქალაქო დარჩა.
2002 წლიდან შენობაში განთავსებულია ტაგანროგის მართვისა და ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. ინსტიტუტისათვის შენობის გადაცემის შემდეგ დაიწყო შენობის სარესტავრაციო სამუშაოები. გაამაგრეს საძირკველი, არადგინეს ფანჯრები და კარი და ა. შ.
არქიტექტურა
რედაქტირებაკუთხის სართულნახევრიანი სახლი აგებულია 1911-1915 წლებში. მის არქიტექტურულ სტილს სპეციალისტები მიაკუთვნებენ „აგურის მოდერნის“ სტილს[3].
შენობის ფასადი ასიმეტრიულია. აქვს ორი რიზალიტი, კუთხისა და მთავარ შესასვლელთან[4]. ფასადზე ყველა დეკორი შესრულებულია აგურით[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Гаврюшкин О. П. Мари Вальяно и другие (Хроника обывательской жизни). — Таганрог: МИКМ, 2001. — 544 с. — ISBN 5-86746-039-8.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (Хроника обывательской жизни). — Таганрог: БАННЭРплюс, 2000. — 436 с.
- ↑ Григорян М. Е., Решетников В. К. Таганрог. История архитектуры и градостроительства конца XVII — начала XX века. — Ростов н/Д: Омега-Принт, 2013. — С. 280.
- ↑ 4.0 4.1 Григорян М. Е., Решетников В. К. Таганрог. История архитектуры и градостроительства конца XVII — начала XX века. — Ростов н/Д: Омега-Принт, 2013. — С. 277.