ტერიერი — სანადირო და დეკორატიული ძაღლების ჯიშთა ჯგუფი. უმეტესობა გამოყვანილია დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზოგიერთი ჯიში ცნობილი იყო ჯერ კიდევ XII საუკუნეში.

ვესტ ჰაილანდური თეთრი ტერიერი

ტერიერი გამოირჩევა პატარა ზომით, შედარებით მეტი ბეწვით. არის ძალიან მოძრავი და უშიშარი. ისინი მამაცად ებრძვიან ტანად მათზე გაცილებით დიდ ცხოველებს. ტერიერის ბეწვის სიგრძე მერყეობს რამდენიმედან 70 ფუნტამდე და, როგორც წესი, ამ ძაღლების კატეგორიზაციაც ხდება ბეწვის სიგრძისა ან ფუნქციის მიხედვით. გამოარჩევენ ხუთ განსხვავებულ ჯგუფს ტერიერებში, რომელთაც რამდენადმე განსხვავებული ბეწვი აქვთ. ცნობილია 30-მდე ჯიში. სანადიროდ იყენებენ 30—40 სმ სიმაღლის ტერიერს. დეკორატიული ტერიერის სიმაღლე 18—26 სმ აღწევს. ყველაზე დიდია ერდელტერიერი (სიმაღლე 62—66 სმ), რომელიც სასამსახური დანიშნულებისაა.

ტერიერების დახასიათება

რედაქტირება

სახელი ტერიერი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან terre, რაც მიწას ნიშნავს, და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამ მოუსვენარი ძაღლების ერთ-ერთი საქმიანობა იყო სხვადასხვა ცხოველის, მაგალითად მელიის ან მაჩვის, მიწაში ამოთხრილ სოროში ჩაძვრომა. ამისთვის მას სჭირდებოდა სიმამაცე, გაბედულება და შეუპოვრობა. ეს თვისებები დღესაც თვალნათლივ ჩანს ამ ჯიშებში.

ტერიერების ჯგუფი ამჟამად მნიშვნელოვნად შემცირდა ისეთი ერთეული გამონაკლისების გარდა, როგორიცაა ვესტჰეილანდური თეთრი ტერიერი, რომელსაც მოფერებით ვესტის ეძახიან. უაღრესად ენერგიული და დამოუკიდებელი ხასიათის ტერიერები განუყრელად არიან დაკავშრებული ბრიტანეთის კუნძლების ძველ სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან. პატარა ძაღლის ყოლის მსურველები ნაკლებად ირჩევენ ტერიერებს მათი ანჩხლი ზნის გამო. სხვა ჯიშებთან შედარებით, ტერიერების მოვლა და საგამოფენო ჩვენებისთვის მომზადება საკმაოდ რთულია.

მრავალმხრივი კომპანიონები

რედაქტირება

ტერიერებს, როგორც მუშა ძაღლებს, მრავალი ამოცანის შესრულება შეუძლიათ, ვიდრე მათ წარმოშობის მიხედვით იყო გათვალისწინებული. ეს ჯიშები ფართოდ განვითარდა სოფლის რეგიონებში. მართალია, სახლის საყვარელი ცხოველები არ ყოფილან, მაგრამ ხშირად ჰყავდათ ფერმებში, სადაც ანადგურებდნენ მავნებლებს, კერძოდ ვირთაგვებს; ასრულებდნენ მოდარაჯე ძაღლის როლს და ხმამაღალი ყეფით ამცნობდნენ ფერმერებს სტუმრის მოსვლას. ეს თვისება დღესაც ძალზე გამოკვეთილია ტერიერებში, რომლებიც, სხვა ჯგუფების ძაღლებთან შედარებით, ურთიერთობაში გაცილებით მეტად იყენებენ ხმოვან სიგნალებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დევიდ ალდერტონი, რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა, ISBN 978-9941-19-652-2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება