ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტერეზა პელტიერი (დაბ. სახ. ტერეზა ჯულიეტ კოჩეტი; დ. 26 სექტემბერი, 1873, ორლეანს ლოირეტი, საფრანგეთი — გ. 18 თებერვალი, 1926, პარიზი, საფრანგეთი)[1]— ფრანგი მოქანდაკე და ავიატორი. ითვლება, რომ ის იყო პირველი ქალი, რომელმაც მარტომ განახორციელა ფრენა. ის ავიატორობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა მეგობარმა, ასევე მოქანდაკე ლეონ დელაგრანგმა, ამ სფეროში დაიწყო მოღვაწეობა.[2]პელტიერმა ავიაცია მას შემდეგ დატოვა, რაც ლეონი ერთ-ერთი ფრენის დროს, ავარიის შედეგად გარდაიცვალა.[3]

ტერეზა პელტიერი
Thérèse Peltier 1908
დაბადების სახელი ტერეზა ჯულიეტ კოჩეტი
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1873, ორლეანს ლოირეტი, საფრანგერი
გარდაცვალების თარიღი 18 თებერვალი, 1926 (52 წლის), პარიზი, საფრანგეთი
ცნობილია როგორც ფრანგი მოქანდაკე და ავიატორი

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

ტერეზა პელტიერი დაიბადა 1873 წლის 26 სექტემბერს, საფრანგეთში. 1893 წელს, მან იქორწინა პარიზის საზღვაო ექიმზე, ალფრედ პელტიერზე. ტერეზამ ადრეული ასაკიდანვე დაიწყო მოქანდაკეობის შესწავლა. 1908 წელს მან მიიღო სკულპტურის პრემია ქალთა მხატვარ და მოქანდაკეთა კავშირისგან, რომელიც საფრანგეთში ქალ მხატვართა პირველ გაერთიანებას წარმოადგენდა.[1]

 
ფრანგი ავიატორები: ლეონ დელაგრანგი და ტერეზ პელტიერი, პარიზის მახლობლად, ისი-ლენ-მოლინოში. 1908 წლის 8 ივლისი

1908 წლის 8 ივლისს, პელტიერი და დელაგრანგი პირველად გაფრინდნენ ერთად, 200 მეტრის მანძილზე .[4] ასევე 1908 წელს, დელაგრანგმა პელტიერს შესთავაზა, რომ მასთან ერთად მონაწილეობა მიეღო Voison boxkite- ში რეკორდული გამძლეობის ფრენისთვის. ისინი 30 წუთისა და 28 წამის განმავლობაში იყვნენ ჰაერში. ამის შემდეგ, მან კვლავ იმოგზაურა სამხრეთით, დელაგრანგთან ერთად, როდესაც ის იტალიის გარშემო გამოფენებზე მიფრინავდა. ამ ხნის განმავლობაში, პელტიერმა საფრანგეთის გაზეთებისათვის დაწერა სტატიები, თავისი გამოცდილების შესახებ და გადაწყვიტა, რომ მასაც შეესრულებინა სოლო ფრენა.[4]

იმ დროს იყო მოსაზრება, რომ ტერეზა პელტიერი პირველი ქალი იყო, ვინც თვითმფრინავით გაფრინდა, როგორც მგზავრი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მაისის ბოლოს ჰენრი ფარმანს წაყვანილი ჰყავდა ერთი ბელგიელი ქალი.[4]ამ ამბის გაგების შემდეგ, პელტიერმა გადაწყვიტა, რომ ის ყოფილიყო პირველი ქალი, რომელიც შეასრულებდა სოლო ფრენას. და რამდენიმე ტრენინგის შემდეგ, იგი მართლაც გაფრინდა მარტო ისი-ლე-მულინოში.[1] პელტიერმა თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი სოლო ფრენა განახორციელა, თუმცა მას პილოტის ლიცენზია არასოდეს მიუღია[4]. ტერეზას პირველი სოლო ფრენა სექტემბრის შუა რიცხვებში შედგან. მისი ფრენის გეგმა წინასწარ იყო გაწერილი. აფრინდა, 200 მეტრის სწორი ხაზი გაიარა და დაეშვა. ფრენიდან ერთი კვირის შემდეგ, იტალიურმა ჟურნალმა L’Illustrazione Italiana, გამოაქვეყნა ახალი ამბები მისი მიღწევების შესახებ.

იმ პერიოდში, სოლო ფრენისათვის მომზადება, საკმაოდ რთული იყო. არ არსებობდა დახვეწილი ტექნოლოგიები, სკოლები ან ინსტრუქტორები, რომლებიც ასწავლიდნენ ფრენას. მანქანები სანდოობისგან შორს იყო - გამოცდილი პილოტიც კი გაოცებული დარჩებოდა მოულოდნელობისაგან. რის შემდეგადაც უამრავი ავარიული შემთხვევა ხდებოდა.

1910 წლის 4 იანვარს ტრაგედია დაატყდა ლეონ დელაგრანგს. თავისი ახალი თვითმფრინავით ფრენის დროს, დელაგრანგს ავარია მოუვიდა,როდესაც მოტრიალების დროს, ფრთები უკანა მხარეს აიკეცა და თვითმფრინავი ვერტიკალურად დაეცა მიწაზე, რის შედეგადაც ლეონ დელაგრანგი გარდაიცვალა. ის მხოლოდ 37 წლის იყო. ამ მოვლენების შემდეგ კი ტერეზა პელტიერმა სამუდამოდ დატოვა ავიაცია.

გარდაცვალება

რედაქტირება

ტერეზა პელტიერი გარდაიცვალა პარიზში, 1926 წლის 18 თებერვალს. [1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Wikipedia contributors. (2021, January 12). Thérèse Peltier. In Wikipedia, The Free Encyclopedia. Retrieved 11:24, February 24, 2021, from https://en.wikipedia.org/w/index.php?title=Th%C3%A9r%C3%A8se_Peltier&oldid=999935629
  2. https://www.earlyaviators.com/epeltier.htm . earlyaviators.
  3. http://www.pilotspost.co.za/arn0002058 დაარქივებული 2020-02-25 საიტზე Wayback Machine. . pilotspost.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 http://fly.historicwings.com/2012/09/therese-peltier-the-first-woman-pilot/. HistoricWings