ტეატეტუს ათონელი (ძვ. ბერძნ. Θεαίτητος, ძვ. წ. 417ძვ. წ. 369) — გამოჩენილი ძველი ბერძენი მათემატიკოსი.

მის ცხოვრებაზე ცოტა რამ არის ცნობილი, ძირითადად პლატონის დიალოგიდან „ტეატეტუსი“. პლატონი გვამცნობს, რომ ტეატეტუსი, ისევე, როგორც თვითონ პლატონი, სწავლობდა თეოდორე კირენელთან.

როგორც პლატონი იტყობინება, ტეატეტუსი მოკვდა ჭრილობებისგან გზაში, ათენსა და კორინთოს შორის ომის შემდეგ, სადაც დიდი სიმამაცე გამოიჩინა.

ტეატეტუსის პატივსაცემად მის სახელს ატარებს კრატერი „ტეატეტუსი“ მთვარეზე.

ლიტერატურა

რედაქტირება