ტბისის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვიშა და კლდის ქვით დუღაბზე. ფართო და თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიული აფსიდი ნათალი ქვის ამოყვანილი მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. კონქი მხრის მარტივპროფილირებულ კაპიტელებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა. აღმოსავლეთის ვიწრო და თაღოვანი სარკმელი ორ ქვაშია ამოჭრილი. ადგილ-ადგილ შერჩენილია დეკორატიული მორთულობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39279