ტბეთის ნაეკლესიარი

ტბეთის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაგებობა მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის მცირე ფრაგმენტი. ეკლესია ნაშენი ყოფილა ფლეთილი ქვით. შეინიშნება დუღაბის კვალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004