ტაქსიმის ქართული სასაფლაო

ტაქსიმის ქართული სასაფლაო — ქართული სასაფლაო სტამბოლში, ისტორიული ტაქსიმის სასაფლაოს ნაწილი. ამ სასაფლაოს ადგილას, რომელიც დღეს სრულიად გამქრალია, დგას ისეთი შენობები, როგორიცაა სასტუმრო დივანი და ელმადაგის პარკი.[1]

ისტორიული კონსტანტინოპოლი იყო ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ქართველები გადმოსახლდნენ და აარსებდნენ მცირე კოლონიებს. ბიზანტიის პერიოდში გალათის რაიონში ქართული კოლონიის ტერიტორიას ოსმალეთის დროს „ქართული კარი“ (თურქ. Gürcü Kapı) ეწოდებოდა. ცნობილია ასევე, რომ ქართველებმა დააარსეს ისეთი რელიგიური დაწესებულებები, როგორიცაა რომანას მონასტერი და მანგანის მონასტერი კონსტანტინოპოლის მახლობლად.[2]

ოსმალეთის პერიოდში სტამბოლის ქართული კოლონიის უმეტესი ნაწილი მესხეთიდან ჩამოსული კათოლიკე ქართველებისგან შედგებოდა. ქართველები გადასახლდნენ ახალციხიდან და მიმდებარე დასახლებებიდან, რომლებიც იმ რეგიონის საზღვრებში იყო, რომელიც ოსმალებმა 1578 წელს აიღეს და გურჯისტანის ვილაიეთი უწოდეს.[3][4][5]

1861 წელს ფერიქოის რაიონში ბომონტის ქართული კათოლიკური ეკლესიის დაარსებამდე გალათას რაიონის წმინდა პეტრეს ეკლესია კათოლიკე ქართველების ეკლესიად ითვლებოდა და იქ იტალიელი მღვდლები რელიგიურ მსახურებას ასრულებდნენ. წმინდა პეტრეს ეკლესიას თავისი სასაფლაო ჰქონდა და ამ სასაფლაოზე ქართველებიც იყვნენ დაკრძალული. ეს სასაფლაო, რომელიც ცნობილია როგორც ტაქსიმის სასაფლაო, დროთა განმავლობაში ქალაქის შუაგულში მოექცა და XX საუკუნის დასაწყისში უკვე მიტოვებული იყო. ქრისტიანულმა თემებმა თავიანთი სასაფლაოები იმ დროს უფრო შორს, ქალაქგარეთ გადაიტანეს.[1][6]

ქართველებსაც ჰქონდათ საკუთარი ტერიტორია ტაქსიმის სასაფლაოზე. აქ დაკრძალული ქართველების საფლავის ქვებზე წარწერები ქართულ ენაზე იყო და დაწერილი ქართული ანბანით. ფერიქოის ქართული კათოლიკური ეკლესიის არქივში იყო ხელნაწერი სია, რომელიც მოიცავდა ზოგიერთი საფლავის ქვის წარწერებს. ეს სია იყო ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ მონასტრის ქართული სასაფლაოსა თუ საფლავების შესახებ. ტაძრის ერთ-ერთი მღვდელმსახურის შალვა ვარდიძის ინფორმაციით, ეს სია ივანე გვარამაძემ მონასტერში სწავლის პერიოდში მოამზადა. ამ სიის მიხედვით, ტაქსიმის ქართულ სასაფლაოზე უძველესი საფლავის ქვა ეკუთვნოდა 1702 წელს და საფლავის ქვაზე ეწერა

 
„საფლავსა ამას წინა მწოლარე არს ახალციხელი ივანეშვილი პავლე. ქორონიკონი ჩღბ[1][6]