ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ

ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ (მაორი. Taumatawhakatangihangakoauauotamateaturipukakapikimaungahoronukupokaiwhenuakitanatahu) ან ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეაპოკანუენუაკიტანატაჰუ — ბორცვი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე, ჰოკს-ბეის რეგიონში. სიმაღლე ზღვის დონიდან 305 მეტრს შეადგენს. მისი სახელწოდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხშირად შემოკლებულად წარმოითქმის როგორც ტაუმატა (მაორი. Taumata).

ტაუმატა
Taumata
კოორდინატები: 40°20′51″ ს. გ. 176°33′02″ ა. გ. / 40.34750° ს. გ. 176.55056° ა. გ. / -40.34750; 176.55056
სიმაღლე 305 მ 
ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ — ახალი ზელანდია
ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ

სახელის მნიშვნელობა

რედაქტირება

დასახელება „ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ“ ითარგმნება შემდეგ ნაირად : „მწვერვალი, სადაც ტამატეა, ადამიანი დიდი მუხლებით, მთებზე მცოცავი, მიწების მყლაპავი რომელმაც იმოგზაურა, უკრავდა თავის ფლეიტას თავისი შეყვარებულისთვის“. 85 სიმბოლოს გამოყენებით გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით ის მსოფლიოს უგრძელესი სახელის მქონე ადგილია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება