ტაუამანუს პროვინცია
ტაუამანუ — პროვინცია პერუში, მადრე-დე-დიოსის რეგიონში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება უკაიალის რეგიონი, ხოლო აღმოსავლეთიდან ბოლივია. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ინიაპარი. 2005 წლის აღწერის შედეგად პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 7 429 ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 0,4 ადამიანს. ფართობი 21 196,88 კმ²-ს შეადგენს. პროვინცია იყოფა 3 რაიონად.