ტატიანა აბრამიშვილი
ტატიანა აბრამიშვილი (დ. 15 ოქტომბერი, 1916, თბილისი — გ. 2005, თბილისი) — რუსულენოვანი პოეტი, მოჭადრაკე. თბილისისა და საქართველოს პირველობების მონაწილე, 1944-1945 წლებში თბილისის ჭადრაკის კლუბის დირექტორი. მისი ოთხი პოეტური წიგნის („კოსმოდრომზე“, 1962; „კოსმოსში“, 1964; „შეკაზმული ჰერმესი“, 1966; „ღრუბლების იქით“, 1970) გმირები ჭადრაკის ფიგურები არიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 31.