ტარასკოვოს სამების მონასტერი

ტარასკოვოს სამების მონასტერი (რუს. Свято-Троицкий монастырь) — მართლმადიდებლური მამათა მონასტერი სვერდლოვსკის ოლქის სოფელ ტარასკოვოში. მონასტერი დაარსებულია 1906 წელს.

ტარასკოვოს სამების მონასტერი
ტარასკოვოს სამების მონასტერი — რუსეთი
ტარასკოვოს სამების მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 57°07′25″ ჩ. გ. 60°03′54″ ა. გ. / 57.12361° ჩ. გ. 60.06500° ა. გ. / 57.12361; 60.06500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტარასკოვო, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XX საუკუნე

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას.

ქვის, ერთსაკურთხევლიანი ტაძარი სოფლ ტარასკოვოში, ააშენეს და აკურთხეს 1906 წელს. ადრე მის ადგილზე აგებული იყო ხის ეკლესია, რომელიც ნაკურთხი იყო სულიწმინდის სახელზე. ახლად აშენებული აგურის ტაძარი აკურთხეს წმინდა სამების სახელზე.

1934 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, ხოლო 1989 წელს იგი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

2002 წლის 31 დეკემბერს წმინდა სამების ტაძართან შეიქმნა სამონაზვნო თემი და 2003 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა სოფელ ტარასკოვოში გახსნა მამათა მონასტერი.

2003 წლის 22 ნოემბერს მამათა მონასტერი აკურთხა ეკატერინბურგისა და ვერხოტურეს ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ბიკენტი მორარმა.

სიწმინდეები

რედაქტირება

2000 წლიდან მონასტერში დაცულია ღვთისმშობლის ხატი „პანტანასა“, რომელიც ითვლება სასწაულთმოქმედად და რომლის გამოც სოფელ ტარასკოვოს უამრავი მოლოცველი სტუმრობს.

მორწმუნეებს შორის ასევე ცნობილია სოფელ ტარასკოვოს სამკურნალო წყაროები, მათ შორის ყველაზე მეტად ცნობილია ღვთისმშობლის ხატის „პანტანასას“ სახელზე ნაკურთხი, რომელიც მდებარეობს სავანის ეზოში. აღნიშნულ სამკურნალო წყაროზე ეკატერინბურგისა და ვერხოტურეს მთავარეპისკოპოსის, ბიკენტის ლოცვა-კურთხევით ააგეს მცირე, ხის ტაძარი და აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის „პანტანასას“ სახელზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება