ტამ ო’შონესი
ტამ ელიზაბეთ ო’შონესი (ინგლ. Tam O'Shaughnessy; დ. 27 იანვარი, 1952) — ამერიკელი საბავშვო მწერალი (სამეცნიერო) და ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რომელმაც განათლების მეცნიერებათა კომპანია Sally Ride Science დააფუძნა თავის პარტნიორ, ასტრონავტ სალი რაიდთან ერთად (პირველი ამერიკელი ქალი კოსმოსში).[1] 2015 წლის პირველ ოქტომბერს კომპანია განახლდა, როგორც არაკომერციული სუბიექტი - Sally Ride Science at UC San Diego. ო’შონესი არის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.[2][3]
ტამ ო’შონესი | |
---|---|
სალი რაიდის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალის მიღებისას | |
დაბადების თარიღი |
27 იანვარი, 1952 სან ანდრეასი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი, რივერსაიდის უნივერსიტეტი (კალიფორნია) |
პროფესია | მწერალი, პედაგოგი |
პარტნიორ(ებ)ი | სალი რაიდი (1985-2012) |
ბავშვობა
რედაქტირებაო’შონესი დაიბადა სან ანდრეასში, კალიფორნია და დადიოდა Troy High School-ში (ფულერტონი, კალიფორნია). იგი აქტიურად თამაშობდა ჩოგბურთს, მისი მწვრთნელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, ბილი ჯინ კინგი იყო.
Science educator
რედაქტირებაო’შონესიმ მეცნიერების ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მოიპოვა ბიოლოგიაში, ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტში. ხოლოდ დოქტორის ხარისხი სკოლის ფსიქოლოგიაში მიიღო რივერსაიდის უნივერსიტეტში, კალიფორნია. იგი ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის სკოლის ფსიქოლოგიის ასისტენტ-პროფესორი იყო 1998-2001 წლებში, შემდეგ კი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი 2002-2007 წლებში. მისი კვლევა, კითხვითი სიძნელეების მქონე ბავშვებში პრევენციული ჩარევების შესახებ, დაფინანსებული იყო ამერიკის განათლების დეპარტამენტის მიერ.[4][5]
ო’შონესის დიდი გამოცდილება აქვს გოგონებისა და ბიჭების კითხვით, მათემატიკითა და მეცნიერებით დაინტერესებაში. მას დაწერილი აქვს ბავშვებისთვის 12 სამეცნიერი წიგნი, 6 — სალი რაიდთან ერთად. მათ ბევრი მოწონება დაიმსახურეს წერის მარტივი სტილის გამო.[6] ო’შონესიმ 2015 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა რაიდის საბავშვო ბიოგრაფიული წიგნი — Sally Ride: A Photobiography of America's Pioneering Woman in Space. წიგნი აერთიანებს რაიდის ოჯახისა და მეგობრების მოგონებებსა და მანამდე უამრავ გამოუქვეყნებელ საოჯახო თუ პირად ფოტოს.[7][8]
ო’შონესს, როგორც მეცნიერს და პედაგოგს, ადარდებდა ის ფაქტი, რომ ქალთა წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად მცირეა ისეთ პროფესიოებში, რომლებიც მეცნიერებასა და ტექნოლოგიებთანაა კავშირში. კვლევა აჩვენებს, რომ გოგონებს უყვართ მეცნიერება და მის მიმართ იგივენაირი ბუნებრივი მიდრეკილება და ნიჭი აქვთ, როგორც ბიჭებს, თუმცა მოზარდობისას თანდათან სცილდებიან და არ ირჩევენ მომავალ პროფესიად. ამის მთავარ მიზეზად არსებული სტერეოტიპები და მისაბაძი მაგალითების სიმცირე სახელდება.[9][10] სწორედ ამიტომ, 2001 წელს ო’შონესიმ, რაიდმა, Karen Flammer-მა, Terry McEntee-მ და Alann Lopes-მა, მსგავსი შეხედულებების მქონე მეგობრებმა, დააფუძნეს — Sally Ride Science — მეცნიერებაში გენდერული ნაპრალის დასავიწროვებლად, 2001 წელს.[11]
2015 წლის ოქტომბერში Sally Ride Science შეიძინა კალიფორნიის უნივერსიტეტმა (სან დიეგო). ო’შონესი არის შექმნილი არაკომერიული სუბიექტის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ემსახურება ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და არსებულის ეფექტურად გამოყენებას.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაო’შონესი იყო სალი რაიდის პარტნიორი 1985 წლიდან 2012 წლამდე, სალის გარდაცვალებამდე.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sally Ride Science @ UC San Diego Team. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-19. ციტირების თარიღი: 2021-02-26.
- ↑ Sally Ride Science Becomes Part Of UC San Diego.
- ↑ Homepage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-11. ციტირების თარიღი: 2021-02-26.
- ↑ SDSU Emeritus Faculty. San Diego State University. ციტირების თარიღი: 4 April 2014
- ↑ Tam O'Shaughnessy. Microsoft Academic Search. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 21 June 2013
- ↑ Stein, Ben. Book Review: The Third Planet: Exploring the Earth from Space. American Institute of Physics.
- ↑ Scoles, Sarah. An Honest Biography of Sally Ride. Ride's partner wrote a book I'd wished I read as a kid..
- ↑ Lewin, Sarah. Sally Ride's Life Shines in New Photobiography for Kids.
- ↑ Trending Science: Are boys really better at math? No, says new study (28 November 2019). ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2021.
- ↑ Coughlan, Sean (5 March 2015). „Clever girls lack confidence in science and maths“. BBC. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Sally Ride Science. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
- ↑ Mozuch, Mo. Tam O'Shaughnessy: The Low-Profile Partner of America's First (Posthumously) Openly Gay Astronaut. International Digital Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20.