ტალერის მთავარანგელოზის ეკლესია

ტალერის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში, სოფლის მოქმედ სასაფლაოზე, საავტომობილო გზის აღმოსავლეთ მხარეს.

ტალერის მთავარანგელოზის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, სამი ცენტრალური შვერილი აფსიდით. პილასტრები თანამედროვე აგურით არის აშენებული, რომლებიც დგას ძველი ქვის ბაზისებზე. შესასვლილი გააჩნია დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8894