ტალანგი
ტალანგი (ინდონ. Gunung Talang) — მოქმედი სტრატოვულკანი დასავლეთ სუმატრაში, ინდონეზიაში. სიმაღლე 2597 მ. მის კალთებზე ორი კრატერული ტბაა, რომელთაგან უდიდესის ზომებია 1 x 2 კმ და ტალანგის ტბა ეწოდება. სმითსონის ინსტიტუტის გლობალური ვულკანიზმის პროგრამის თანახმად, ტალანგს ჰქონდა რვა დადასტურებული ამოფრქვევა 1833-1968 წლებს შორის.[1] მცირე ამოფრქვევა მოხდა 2005 წლის მარტში, რის გამოც 25 000-ზე მეტი ადგილობრივი ადამიანი იქნა ევაკუირებული ვულკანის შესაძლო შემდგომი ამოფრქვევის გამო. გეოლოგების თქმით, 2005 წლის ამოფრქვევა დაკავშირებული იყო ინდოეთის ოკეანეში მოხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან, რომელიც მოხდა 2004 წლის დეკემბერს. ვულკანის კალთებზე გვხვდება ენდემური მცენარე Nepenthes talangensis, რომელმაც სახელი ტალანგის მიხედვით მიიღო.[2]
ტალანგი | |
---|---|
ტალანგი | |
კოორდინატები: 00°58′42″ ს. გ. 100°40′46″ ა. გ. / 0.97833° ს. გ. 100.67944° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
სიმაღლე | 2597 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2007 ნოემბერი/დეკემბერი |