ტალავარი
ტალავარი — ხევსურული ქალის სამოსელი. გამოირჩევა ორიგინალური თარგითა და ჭარბი ნაქარგობით. მას შინ ქსოვდნენ შალის ძაფისაგან.
ტალავარი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ესენია: შალის გრძელი კაბა - „სადიაცო“, ზემოდან შემოსაცმელი შალისავე „ფაფანაგი“ ან მოკლესახელოებიანი „ქოქლო“. ხევსური ქალის თავსაბურავია „სათაურა“ და „მანდილი“, ფეხსამოსი კი - „თათები“ ან ქალამან-წინდა და „ბაჭიჭები“.
სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: „მხარ-ზურგი“ და „გულისპირი“. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ეკერება ბრტყელი და ზოლიანი არშია, რომელსაც ეწოდება „ქოქომონი“. „ქოქომონის“ ფერები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ წითელი და ლურჯი. კაბის ყელთან სამკუთხედის ფორმის პატარა ამოჭრილია, რომელზეც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, ე.წ. „ქოქა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოჭორიშვილი ლ., ხევსურული ტალავარი, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1956, ტ. 8;