ტაკორა
ტაკორა (ესპ. Tacora) — ვულკანი ანდების მთებში, ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, პერუს საზღვართან. მდებარეობს არიკა და პარინაკოტის რეგიონში. სიმაღლე ზღვის დონიდან – 5980 მ. იგი ჩილეს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ვულკანიია. იგი დაფარულია მუდმივი თოვლითა და ყინულით 5500 მ სიმაღლიდან. ვულკანის ძირითადი კრატერი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე მწვერვალიდან 300 მეტრით ქვემოთ. ვულკანის აღმოსავლეთ მხარეს ცხელი წყლებია.
ტაკორა | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 17°43′ ს. გ. 69°46′ დ. გ. / 17.717° ს. გ. 69.767° დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | არიკა და პარინაკოტა |
სიმაღლე | 5980 მ |
ქედი | ანდები |
ტიპი | სტრატოვულკანი |