ტაკალიკ-აბახი
ტაკალიკ-აბახი (კიჩეს ენაზე Tak’alik A’baj, „მტკიცე ქვა“) — მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ელ-ასინტალის მუნიციპალიტეტში, რეტალულეუს დეპარტამენტში, გვატემალის სამხრეთ ნაწილში. მიეკუთვნება შუა წინაკლასიკურ პერიოდს, ძვ. წ. VIII — II სს.
ქალაქის არქიტექტურა განიცდიდა ოლმეკების ძლიერ გავლენას, ამავე დროს შეინარჩუნა მაიას კულტურის დამახასიათებელი ნიშნები. იგი ერთადერთი ძეგლია ცენტრალურ ამერიკაში, რომელსაც შემონახული აქვს ორივე კულტურის შტრიხები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Historia y Galería de Fotos დაარქივებული 2009-03-07 საიტზე Wayback Machine.
- ტაკალიკ-აბახის გათხრების შედეგი