ტაგანროგის ცენტრალური პლაჟი

ტაგანროგის ცენტრალური პლაჟი (რუს. Центральный пляж Таганрога) — ყველაზე ძველი პლაჟი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. პლაჟი გაიხსნა 1934 წელს[1]. პლაჟი მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ, ძველ ნაწილში.

ტაგანროგის ცენტრალური პლაჟი
რუს. Центральный пляж Таганрога

ცენტრალური პლაჟი XX საუკუნის პირველ ნახევარში
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
გახსნის თარიღი 25 მაისი, 1934

ტაგანროგის ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდიონარეობდა 1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იანი წლების დასაწყისში. მისი საზეიმო ოფიციალური გახსნა გაიმართა 1934 წლის 25 მაისს. პლაჟი მდებარეობს კომპანია „Тагжилсоюз“-ის დაქვემდებარებაში და მის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი არის. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო მუშაობა ქალაქის ცენტრალური პლაჟის კეთილმოწყობისათვის. 1962 წელს შესრულდა მთელი რიგი ღონისძიებები. სანაპირო კლდის ქვეშ აშენდა საყრდენი კედელი, რომლის სიგრძეც შეადგენდა 360 მეტრს, ხოლო სიმაღლე — 2,5 მეტრს. მოეწყო ტერასები, რომელთა სიგანეც იყო 10 მეტრი. ტერასები უნდა გამოეყენებინათ სოლარიუმისთვის, უნდა დაარსებულიყო სამედიცინო პუნქტი, ბუფეტი და შემნახველი საკანი. გაიზარდა დამონტაჟებული ტენტების, გრძელი სკამებისა და ქოლგების რაოდენობა. მოხდა პლაჟის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. 1980-იან წლებში მოეწყო ავტოსადგომი. მუშაობა დაიწყო სავაჭრო პავილიონმა და გაზიანი წყლის ავტომატურმა დანადგარებმა. პლაჟზე ფუნქციონირება დაიწყო საბავშვო ქალაქმა, გასაქირავებელმა პუნქტმა და სპორტულმა მოედანმა[1].

2014 წელს პლაჟი სერიოზულად დაზარალდა შტორმის შედეგად. 2015 წლის ივლისში როსტოვის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილი გოლუბევმა გასცა ბრძანება მისი კეთილმოწყობისათვის[2]. ცენტრალური პლაჟი 2015 წელს გამოცხადდა ავარიულად და სახიფათო ზონად. გაუკეთდა შემოღობვა და დააყენეს საინფორმაციო დაფები მთელს ტერიტორიაზე[3]. 2016 წლის მონაცემებით ცენტრალური პლაჟი იმყოფება კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე და მისი კეთილმოწყობისათვის ჯერ კიდევ არ არის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა[2].