ტაგანროგის ყველა წმინდანის ეკლესია
ტაგანროგის ყველა წმინდანის ეკლესია (რუს. Церковь Всех Святых) — მართლმადიდებლური ტაძარი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[1]. აგებულია 1810-1824 წლებში.
ტაგანროგის ყველა წმინდანის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°12′28″ ჩ. გ. 38°54′09″ ა. გ. / 47.20778° ჩ. გ. 38.90250° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ტაგანროგი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1810 |
ისტორია
რედაქტირებაყველა წმინდანის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1810 წელს. სამშენებლო სამუშაოები დიდხანს გაგრძელდა და დასრულდა 1824 წელს. მშენებლობის დასრულებისთანავე ეკლესია აკურთხეს და მიაწერეს ტაგანროგის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს. ცნობილია, რომ 1826 წელს იმპერატრიცა ელისაბედ ალექსის ასულმა მეუღლის, იმპერატორ ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ 1 000 რუბლი შესწირა ეკლესიას[2].
1837 წელს ეკლესია გადააკეთეს და მისცეს ის სახე, რა სახითაც ჩვენამდეა მოღწეული. 1860 წელს ეკლესია გაარემონტეს, მიაშენეს სატრაპეზო და სამრეკლო[2].
1910 წელს ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო სამრევლო სკოლა[2].
1922 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია დახურეს და გაძარცვეს. მიუხედავად ამისა, ეკლესია იმ 25 რელიგიურ შენობას შორისა არის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია თავდაპირველი სახით და არ დაანგრიეს საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის ძალების მიერ ქალაქის ოკუპაციის პერიოდში ეკლესია კვლავ აღადგინეს[2].
ეკლესიაში დკრძალულია რამდენიმე ცნობილი ადამიანი. კერძოდ აქ განისვენებსკონტრ-ადმირალის, ტაგანროგის მე-13 ქალაქის თავის, ლევ კულჩიტსკის ნეშტი[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Таганрог|Церковь Всех Святых. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-19.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 История храма — Храм Всех Святых. vsv-taganrog.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-19.