ტაგანროგის სახაზინო სახლი

ტაგანროგის სახაზინო სახლი (რუს. Дом таганрогского казначейства) — უძველესი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის 30-იან წლებში. ტაგანროგის სახაზინო სახლი საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ტაგანროგის სახაზინო სახლი
რუს. Дом таганрогского казначейства
კოორდინატები 47°12′55″N 38°55′57″E / 47.215222° ჩ. გ. 38.932414° ა. გ. / 47.215222; 38.932414
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ნეოკლასიციზმი
დასრულების თარიღი 1830-იანი წლები

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 86.

ბერძნების ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი აგურის სახლი აგებულია 1830-იან წლებში. 1871 წელს ეს შენობა ეკუთვნოდა აზოვ-დონის კომერციულ ბანკს. სახლის პირველი მფლობელი იყო იტალიური წარმოშობის მუსიკოსი რუოკო, რომლის სახლშიც ხშირად ცხოვრობდნენ გასტროლებზე მყოფი მუსიკოსები და მსახიობები.

1873-1875 წლებში სახლის მფლობელი იყო პოლკოვნიკი ალექსანდრე რემი. 1880-იან წლებში სახლი გადადის მემკვიდრეობითი საპატიო მოქალაქის დიმიტრი კანდოიანაკი, ივან კანდოიანაკანის შთამომავალი, რომელმაც 1811 წელს იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით ტაგანროგის გარეუბანში მიიღო 110 დესეტინა მიწა.

1880-იანი წლების ბოლოდან სახლის მფლობელია იაკობ პოლიაკოვი, მეცენატი და ქველმოქმედი. 1910-იან წლებში შენობაში განთავსდა სახელმწიფო შემნახველი სალარო, რომლის მმართველიც ევგენი პროკოფიევი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ამავე სახლში.

1898-1915 წლებში სახლში განთავსებული იყო საოლქო ხაზინა. ამჟამად ტაგანროგის სახაზინო სახლი საცხოვრებელია. ეზოს მინაშენში განთავსებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო.

არქიტექტურა

რედაქტირება

ტაგანროგის ორსართულიანი სახაზინო სახლი აგებულია ნეოკლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. მეორე სართულის ფასადი გაფორმებულია პილასტრებით. ფანჯრები გაფორმებულია კარნიზებით. შენობის კუტხეები რუსტირებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება