ტაგანროგის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
ტაგანროგის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუს. Церковь Святого Архангела Михаила) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. ეკლესია აგებულია 1878 წელს. დაიხურა 1923 წელს.
ტაგანროგის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ტაგანროგი |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1878 |
ისტორია
რედაქტირებატაგანროგში ძველი სამების ეკლესიის ადგილზე 100 წელზე მეტი არსებობდა მეომრების მფარველი მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია[1]. მას შემდეგ, რაც ძველი ეკლესია გამოუსადეგარი გახდა, მამასახლის ათანასე ბელოვის წინადადებით გადაყდა ახალი ეკლესია აეშენებინათ ბაზრის მოედანზე რკინიგზის სადგურთან, რადგან ამ რაიონში არ იყო არცერთი ეკლესია[1].
1865 წლის 26 მაისს ქალაქის საკრებულომ ეკლესიის ასაშენებლად, კელიებისათვის და სკოლისთვის გამოყო მიწის ნაკვეთი. მშენებლობა დაიწყო 1868 წელს და დასრულდა 1877 წელს. მშენებლობა მიმდინარეობდა საქველმოქმედო თანხებით, რომელთა დიდი ნაწილი გაიღო ათანესე ბელოვმა, მდიდარმა ვაჭარმა და აგურის ქარხნის მფლობელმა[1].
ეკელსია დააპროექტეს ძველ რუსულ სტილში. სახურავი რკინის იყო. ეკლესიას ცენტრში ადგას გუმბათი. მარცხნივ დგას სამრეკლო, რომელზეც დაკიდებულია ექვსი ზარი. ყველაზე დიდი იწონის 6,5 ტონას. დანარცენები კი საშუალოდ 300 კილოგრამს[1].
ეკლესიას აქვს მდიდრული ჭურჭელი და ხატები. მათ შორისაა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატი.
ღვთისმსახურება ახალ ეკლესიაში დაიწყო 1878 წელს.
ტაგანროგში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია ერთ-ერთი პირველი დაანგრიეს. 1922 წელს ეკლესიიდან გაიტანეს მთელი ძვირფასეულობა. 1930-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს და მისი აგური გამოიყენეს სხვადასხვა მშენებლობისათვის, ხოლო სამრეკლოს დაანგრიეს 1932 წელს[2] და აგური გამოიყენეს ტაგანროგის რძის ქარხნის ასაშენებლად[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Киричек М. С. Святые купола Таганрога. — Таганрог: ИП Стадников, 2008. — С. 36. — ISBN 978-5-9901455-1-1.
- ↑ Киричек М. С. «Таганрог-Молоко» ОАО // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 666. — ISBN 978-5-88040-064-5.
- ↑ Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. История таганрогских церквей и захоронений христианского кладбища. — Таганрог: 1999. — С. 70. — ISBN 5-87612-016-2.