ტაგანროგის ლუთერანული ეკლესია

ტაგანროგის ლუთერანული ეკლესია (რუს. Лютеранская церковь Таганрога) — რელიგიური ნაგებობა, რომელიც დაარსდა ტაგანროგში 1864 წელს და არსებობდა 1923 წლამდე[1].

ტაგანროგის ლუთერანული ეკლესია

ლუთერანული ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში

ტაგანროგის ლუთერანული ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის ლუთერანული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°16′32″ ჩ. გ. 41°40′16″ ა. გ. / 47.27556° ჩ. გ. 41.67111° ა. გ. / 47.27556; 41.67111
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1864

ლუთერანულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ტაგანროგში დაეარსებინათ ტაძარი საკუთარი საჭიროებისთვის. 1864 წელს, ამისთვის შეიძინეს მიწის ნაკვეთი ნიკოლაევის ქუჩის კუთხისა და კამპენჰაუზენის (ამჟამად სპარტაკის ქუჩა) კვეთაზე[2][3]. ნაკვეთისა და შენობის ღირებულება შეადგენდა 4 600 რუბლს. იმ დროისთვის, ადგილი, რომელიც გარს ეკრა მიწის ნაკვეთს, არ გამოირჩეოდა მყარი შენობებით. მეზობელ კვარტალებში მდებარეობდა 2-3 სახლი, ახლო-მახლო იყო სავაჭრო დახლები[1]. თვითონ ტაძარი გარშემორტყმული იყო იასამნებით[2]. სახელოსნო შენობას იყენებდნენ, როგორც ევანგელისტურ პროტესტანტულ სამლოცველო სახლს[1].

ტაძრის გახსნისას ტაგანროგში ცხოვრობდა პროტესტანტული სარწმუნოების 84 ადამიანი[2], მათგან 53 მამაკაცი და 31 ქალი. ისინი იყვნენ საელჩოების მსახურები, ქარხანაში მომუშავეები, მოვაჭრეები და ოსტატები. ტაძარში დადიოდნენ ტაგანროგის დაწესებულებების დირექტორები მეუღლეებთან და შვილებთან ერთად, მათ შორის ტაგანროგის ლუდსახარშის დამაარსებელი, ქრისტიან ფრიდრიხის ძე ბილე ოჯახით, ტყავის ქარხნის დირექტორი ემილ ფეიტი მეუღლესთან ოლგა ტოსენთან ერთად.

ყოფილ სახელოსნოს მუდმივად ამარაგებდნენ ღვთისმსახურების ჩასატარებელი საშუალებებით. ამისთვის სამუშაოები მიმდინარეობდა მუდმივად. 1887 წლისთვის შენობა გადააკეთეს. შეიცვალა ეზოს ბევრი შენობის ფასადიც, ხოლო სადურგლო-საამქროს სახელოსნოს შენობა გაარემონტეს: შენობის ფასადი დაფარეს თუჯის კარიბჭით. ტაძრიდან მარჯვენა მხარეს მდებარეობდა სამრევლო სკოლის შენობა - მისი ნახვა შესაძლებელია XXI საუკუნეშიც. ლითონის რკინის ბოძი გოთურ სტილში იყო გაკეთებული, ასევე შენარჩუნებულია და მისი დანახვა შეიძლება არსებული ფეხსაცმელების ფაბრიკის ახლოს.

1879 წელს, ბევრი ცვლილება მოხდა ლუთერანული ტაძრის შენობაში, როცა წინამძღვარი გახდა ნიკოლაი შტრაული. ამ პერიოდში მხატვარმა შკიტკომ დახატა და ტაძარს შესწირა ხატი „წყლებზე სიარული“. ნიკოლაი შტრაუსი ტაძარში მსახურებას XX საუკუნეშიც აგრძელებდა . იგი მსახურებას ატარებდა არა მხოლოდ ტაგანროგის მცხოვრებთათვის, ასევე ახლო დასახლებების მაცხოვრებლებისთვისაც, რადგან ტაგანროგის ლუთერანური ტაძარი ერთადერთი იყო ამ მხარეში[1]. 1923 წელს ტაძარმა არსებობა შეწყვიტა[3].