ტაბულა რაზა (დაკარგულები)

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 4 სექტემბერი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ტაბულა რაზა ― ამერიკული სატელევიზიო შოუს, დაკარგულების პირველი სეზონის მესამე ეპიზოდი. ეპიზოდის რეჟისორია ჯეკ ბენდერი, ხოლო სცენარის ავტორია დეიმონ ლინდელოფი. ეპიზოდი პირველად 2004 წლის 6 ოქტომბერს აშშ-ში The American Broadcasting Company-ის ეთერში გაუშვეს.

ტაბულა რაზა
დაკარგულები -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 3
სცენარი დეიმონ ლინდელოფი
რეჟისორი ჯეკ ბენდერი
მოწვეული მსახიობები ფრედრიკ ლენე[1]
ნიკ ტეიტი[1]
ოპერატორი ლარი ფონგი
კოდი 101
ეთერი 6 ოქტომბერი, 2004 (2004-10-06)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„საპილოტე ეპიზოდი“ „Walkabout“
დაკარგულების ეპიზოდების სია

ეპიზოდის ფლეშბექებში ქეით ოსტინის (ევანჯელინ ლილი) ისტორიაა მოთხრობილი. მას ავსტრალიაში აშშ-ის მარშალი ედვარდ მარსი (ფრედრიკ ლეინი) იჭერს. კატასტროფის შემდეგ ჯეკ შეპარდი (მეთიუ ფოქსი) და ჰიუგო „ჰორლი“ რეიესი (ხორხე გარსია) იგებენ, რომ ქეითი ეჭვმიტანილი და გაქცეულია, როდესაც ჯეკი Oceanic 815-ის ჩამოვარდნის შემდეგ მარშალის ჭრილობებს მკურნალობს. ეპიზოდი აშშ-ში დაახლოებით 16.54 მილიონმა შინამეურნეობამ ნახა. ეპიზოდს კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ტაბულა რაზა პირველი ეპიზოდია, რომელშიც „დაკარგულების წინა სერიაში“ სექცია გამოჩნდა, რომელიც შემდეგში სერიების დასაწყისში ჩნდება და წინა ეპიზოდებში განვითარებულ მოვლენებს ძალიან მოკლედ მიმოიხილავს. ეპიზოდის სახელწოდება ფილოსოფიურ იდეას შეესაბამება, რომელიც ეპიზოდის ბოლოსაა გაჟღერებული, როცა ჯეკი ქეითს ეუბნება, რომ რეის 815-ის გადარჩენილმა მგზავრებმა შეიძლება ახალი ცხოვრება დაიწყონ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 ABC Medianet. American Broadcasting Company Medianet (27 May 2005). ციტირების თარიღი: 1 March 2014