სწრაფაღმავლობა
სწრაფაღმავლობა თვითმფრინავისა — მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა ფრენის მოცემული სიმაღლის მისაღწევად. მიწის დონიდან სწრაფაღმავლობის განსაზღვრისას ითვალისწინებენ აფრენისა და საჭირო სიმაღლეზე ასასვლელად ყველაზე ხელსაყრელი გაქანებისათვის დახარჯულ დროს. სწრაფაღმავლობა დამოკიდებულია ძრავების სიმძლავრეზე, თვითმფრინავის მასასა და აეროდინამიკურ სრულყოფილებაზე. ყველაზე დიდი სწრაფაღმავლობა აქვს თვითმფრინავ-გამანადგურებლებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, მე-9 ტ, გვ.627. 1985